სამალავებში აღმოჩენილ კადრებში ქუთაისის პოლიციის განყოფილებაში გაუპატიურების სცენებია აღბეჭდილი
ივნისი 19th, 2013 01:18 AM | აქტუალური, სამართალი
ექსკლუზივი – სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავებში, ნაპოვნი ერთ–ერთი ვიდეო ფირი “ექსპრესნიუსითვის” ცნობილი გახდა. ვიდეო ფირი 2007 წლის დეკემბერშია გადაღებული და მასზე მამაკაცების გაუპატიურების სცენებია აღბეჭდილი.
“ექსპრესნიუსის” რედაქტორმა ფირის ნაწილი თავად ნახა, ხოლო ინფორმატორმა განმარტა, რომ ვიდეო გადაღებულია, ქალაქ ქუთაისში ”კანონიერი ქურდის” , გაიოზ ზვიადაძის იგივე “გია კუტაისკის” სახლში, რომელიც მას 2007 წლის ოქტომბერში ჩამოერთვა და პოლიციად გადაკეთდა.
სახლის პირველ სართულზე “კანონიერ ქურდ” ზვიადაძეს ედგა ე.წ რუსული ბილიარდის სათამაშო მაგიდა. მას შემდეგ რაც შს მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სახლში პოლიცია გახსნა, ბილიარდის მაგიდა, განყოფილებიდან არ გაუტანიათ. 2007 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისში ე.წ “ქურდული ტრადიციების” მიმდევართა წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა რა დროსაც სამართალდამცავებმა 13 კრიმინალური ავტორიტეტი და ქურდული სამყაროს წარმომადგენელი დააკავეს. ვანო მერაბიშვილმა ბრიფინგი სწორედ ზვიადაძის სახლის წინ გამართა და განაცხადა, რომ “შავები” ამ სახლში დაიკითებიან.
ფირზე ჩანს, ბილიარდის მაგიდა, სადაც ხელ–ფეხ დაბმული ახალგაზრდა, შველას ითხოვს, იგი დედიშობილაა და სხვადასხვა ხმებს გამოსცემს, დაბმული ადამიანის სახიდან კადრო იშლება, რა დროსაც ჩნდება, ბილიარდის კია, რომლითაც უცნობი ადამიანი, რომლის სახეც ვიდეოში არ ჩანს, მას აუპატიურებს. მომდევნო კადრში ნაჩვენებია იგივე ადამიანი რომელიც ამბობს, რომ მას “ქურდობა, არ უნდა და თანახმაა პოლიციასთან ითანამშრომლოს”
ანალოგიურია მეორე კადროც სადაც სხვა ახალგაზრდის კიათი გაუპატიურების სცენაა გადაღებული. ვიდეოში პირდაპირ ჩანს ჯერ კიათი შემდეგ კი დუბინკით გაუპატიურების სცენა. მეორე კადრში ის პირი ვისზეც სექსუალური ძალადობა განახორციელეს, ამბობს, რომ “თანახმაა იყოს პოლიციის ინფორმატორი, ოღონდ რაც მოხდა დარჩეს საიდუმლოდ”.
“ექსპრესნიუსისთვის” ინფორმაციის მომწოდებელი, ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ქუთაისის პოლიციის ამ განყოფილებაში სისტემატურად ხდებოდა. ამასთან იგი ასახელებს ვინმე შვანგირაძეს და სანიკიეს, ვინც სექსუალურ ძალადობას ორგანიზებას უწევდა.
რესპოდენტს არ სურს მისი ვინაობის გამხალა, სააგენტო კი კანონით მონიჭებული უფლებით, მის ვინაობას არ ასახელებს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, სამეგრელოში აღმოჩენილია ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწის ქვეშ შენიღბულად მოწყობილი, სპეციალური კამუფლაჟით დაფარული სამალავები.
გარდა ამისა, სამალავებში ნანახი იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი, რომელთა შესწავლისათვის ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები
http://www.epn.ge/?p=153751
ცარცს არ ხმარობდნენო?
ია ვიცი
რომ არ დავიჯერო მაქვს საფუძველი?