#38721033 · 13 Nov 2013, 17:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, მემგონი თემას სწორ განყოფილებას ვხსნი, ვინაირად რჩევა სამედიცინო პრეპარატზის არჩევაზე მჭირდება.
თითქმის ბოლო 2 თვის განმავლობაში, გადატვირთული გრაფიკის გამო გონებრივი მუშაობა მიწევს დილიდან საღამომდე . შესაბამისად, ვხვდები რომ უკვე რაღაც მომენტში ისეთი პროდუქტიული აღარ ვარ, როგორც ადრე, თუნდაც დილით (7-8 საათიანი ძილის შემდეგ) რაც ლოგიკურია. დღეში მინიმუმ 13-15 საათი, არის დღეები როცა 18-20 საათამდე ვმუშაობ, რაღა თქმა უნდა, შუალედებით, მაგრამ არა იმ სიგრძის რომ დაძინება მოვახერხო, რაც ძალიან მშველის ხოლმე. თან ამ პერიოდში სხვა გამოსავალი არ მაქვს, შესაბამისად ასეთ რეჟიმში ვიქნები მინიმუმ 1 თვე კიდევ, ამიტომ ვიფიქრე რამე პრეპარატს დავიხმარებ-მეთქი
და იქნებ იცოდეთ რამე წამალი, რომელიც დაგხმარებიათ მსგავს სიტუაციებში?
ზოგადად ვიცი რომ ძილს და დასვენებას ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ოდნავი დახმარებაც კარგი იქნება, რა თქმა უნდა, სხვა უკუეფექტების გარეშე.
--------------------
"I've never understood ethnic or national pride because to me pride should be reserved for something you achieve or attain on your own, not something that happens by accident of birth." - George Carlin
|