,,შსს მიერ გავრცელებულ ფირებში, თუ ეს ფირები, რა თქმა უნდა, სინამდვილეს შეესაბამება, არის ასახული ძალიან მძიმენ დანაშაული და რა თქმა უნდა ამ დანაშაულის ჩამდენები უნდა დაისაჯონ უმკაცრესად".
ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი შსს-ს მიერ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეო მასალას:
,,ბოლო წლებში ძალიან ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოს პოლიციაში აღარ ყოფილიყო ის რაც იყო ადრე - ადამიანების ტანჯვა-წამება, ფულის აღება, დანაშაულის დაბრალება ძალდატანებით აღიარების მიღება. მგონი ყველამ იცით, რომ ბოლო წლებში პოლიცია ძალიან შეიცვალა და ეჭვს არ იწვევს, რომ იქ სიტუაცია იყო ძალიან გაუმჯობესებული, მაგრამ ყველა ამ სიატუაციაში ყოველთვის შეიძლება წარმოიქმნას კუნძული უბედურების და საზიზღრობის, ყოველთვის შეიძლება შეიპარონ სადისტები და მოძალადეები, ძალიან ვწუხვარ თუ ასეთიები შეიპარნენ იქ ჩემი მთავრობის დროს. იმ დანაშაულებებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს არანაირი გარიგების საფასურად მათ ხელი არ უნდა დააფარონ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, სამართლიანობის აღდგენა იქნება სწორედ ის, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ პასუხს აგებენ:
,,თუ აქამდე სამართილანობის აღდგენა იყო მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების მიმართ წაყენებული ბრალდებები და რეალურად წარმოუდგენელი სადისტი და მოძალადე ბედუკაძე გმირის სტატუსით, მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით იქნა გაშვებული გარეთ და ჩამოეწერა ყველაფერი ის, რაც მან თავის ნებით თუ ვინმეს დაკვეთთ გააკეთა, მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მაინც სამართიანობის აღდგენა უნდა იყოს, რომ ვინც ეს გააკეთა, რა ვალდებულებებიც არ უნდა იყოს აღებული, კონკრეტული შემსურლებელი უნდა კონკრეუტლად აგებდეს პასუხს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
,,ამ დანაშაულის ჩამდენებთ აქვთ სახელები და გვარები. ორი მთავარი ფიგურა ვინმე ჩხატარაშვილი და ლევან ქარდავა, კუდის ყოფილი უფროსი, რომელიც ჩვენს მთავრობას გადმოჰყვა წინა მთავრობიდან, და სამწუხაროდ, რომელიც ჩვენ დავტოვეთ.
ეს ორი ადამიანი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ახალ მთავრობასთან, ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი ხუხაშვილის, მთავარი მრჩევლის და ბიზნესის მთავარი ბატონ-პატრონის, ხოლო ლევან ქარდავა კუდის ყოფილი უფროსი არის ის ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად აიძულებს, რომ გავიდნენ ნაციონალების რიგებიდან",.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს არც მილიონებს უნდა უხდიდნენ და არც იმის საშუალება უნდა მისცეს ხელისუფლებამ, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებები, ყალბი ჩვენებების საფასურად, ჩამოირეცხონ.
,,მე მათ არ ვიცნობდი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჩემს პასუხისმგელობას, სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ ასეთი სუბიექტები მსახურობდნენ ჩვენი მთავრობის დროს. მე მინდა ვუთხრა ახალი მთავრობას, რომ ამ სუბიექტებს არც მილიონებს არ უნდა უხდიდნენ და არც იმის საშუალება უნდა მისცენ, რომ მათ ჩამოირეცხონ ის სიბინძურეები, რაც ჩაიდინეს", - განაცხადა პრეზიდენტმა
http://www.newposts.ge/politika/15055-leva...tarashvili.htmlვანომ არიცოდაო
მიშამ არ იცოდაო
იმან არ იცოდაო,ამან არ იცოდაო
ეს დედა ნაქაჩი ამათმა თუ არ იცოდნენ აბა ვიღას უნდა ცოდნოდა
ნუგზარ წიკლაურს? თუ აკო მინაშვილს
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"