რაღაც უცნაური პრობლემა მაქვს და არ ვიცი რაშია საქმე.
3 დღის წინ, ღამით დავლიე 3 ჭიქა ძლიერი ყავა ზედიზედ და თან ერთიანად. ცოტა ხნის შემდეგ გავხდი ცუდად. ენერგია მეცლებოდა. რატომ მეცლებოდა ენერგია ვერ ვხვდები. ყავის დალევა როგორც წესი, ენერგიას მმატებდა ხოლმე. მოკლედ ენერგია მეცლებოდა და ცუდად გავხდი. რამდენიმე წამი საერთოდ ვერ დავდიოდი. მერე ოდნავ რომ მოვკეთდი სიარული დავიწყე ოთახში და რომ ვჩერდებოდი, ისევ მეცლებოდა ენერგია. მერე რაღაც დროის შემდეგ დავიძინე.
და ახლა საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ ღამ-ღამობით ისევ მეცლება ენერგია ფეხებში, ოღონდ ნაკლები დოზით. რაღაც ისეთი მდგომარეობა მაქვს, ფეხის დაბუჟების შემდეგ რომ იცის.
დღის განმავლობაში საერთოდ არაფერი მაწუხებს და ღამით მეწყება ხოლმე აგრეთვე ძილის დროს თუ გამეღვიძა.
ხომ არ იცით რისი ბრალია?
გამივლის თვითონ, თუ რაიმე წამალი უნდა მივიღო?
* * *
აი ახლაც. დავწექი დასაძინებლად და ისევ ის შეგრძნება მაქვს სისუსტის.
რაღაც ისეთ შეგრძნებასაც გავს, ძალიან ბევრს რომ ირბენ და ფეხები რომ დაგეღლება.