გაზაფხულზე,აღდგომის მომდევნო კვირას ვაპირებ ლატალში ასვლას,უფლიშზე.
თუ იქნებიან მსურველები,შევცვლი ჩემს პირად გეგმას და კარვებით წავიდეთ,ან იქვე,ოჯახში დარჩენაც შეიძლება მინიმალურ ფასად.
იმ შემთხვევაში,თუ შედგება გასვლა:წამომსვლელთა მაქსიმალური რაოდენობა-7
ტრანსპორტის ხარჯი - 60 ლარი (30-30 წინ და უკან)
მარშუტკა გადის ავტოვაგზლიდან დილის 5:00ზელაშქრობის ხანგრძლივობა - სავარაუდოდ 4 დღე
გასავლელი გზა : თბილისი-ლატალი-მესტია-ლენჯერი-ჰარეტი-მხერის მთა - ბეჩო-მაზერი
სანახავი ადგილები:
ლატალის 10სოფლის IX -X საუკუნის ტაძრები და ფრესკები,სოფ.ლახუშდში(სადაც ბანაკი გვექნება) უფლიშის დღესასწაულში მონაწილეობის მიღება,ლახუშდის თანღილის IX საუკუნის ოვალური ტაძარი,სოფ მაცხვარიშის მაცხოვრის სახ. და იენაშის იონა ნათლისმცემლის სახ.ტაძრები.ჰარეტის მთიდან ფეხით,ან ცხენით სოფ.ბეჩოს და მაზერის მონახულება,ზედ უშბის ძირას

მხერის მთაზე(ალპურ ზონაში) 2400 მ.სიმაღლეზე ასვლა,სადაც ევროპაში ყველაზე მაღალი სალოცავია.მესტაიში,ლაღამში მიშა ხერგიანის სახლმუზეუმის და მარგიანების მუზეუმის მონახულება. ბეთქილის მჟავე წყლის დაგემოვნება.თუ დრო გვექნა,ზურულდზეც ავირბენთ. ხო,და ყველაზე კოშკმრავალი თემის-ლენჯერის ნახვა არ დაგვავიწყდეს

ჯერჯერობით ესაა,რაც მე მაქვს იდეაში.
მოგვიანებით რუკასაც დავდებ და ფოტოებსაც თვალსაჩინოებისთვის.
სასურველია ყველა სრულად აღჭურვილნი ვიყოთ,ანუ საძილე ტომარას,საგებელს და კარავს ვგულისხმობ.
დაგვჭირდება ასევე 2 წყვილი ფეხსაცმელი,სამთო და მაღალყელიანი,წყალგაუმტარი,მაშუქი(ფანარი),ჭაჭა დაგვხვდება,მარა მაინც წავიღოთ,
ბოტებს იქვე ვიშოვნით. კარგი განწყობა და დიმპიტაური აუცილებელია !!

ამინდზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ,სავარაუდოდ უნდა ციოდეს
This post has been edited by kato_stropa on 8 Feb 2012, 14:09
სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა.
А я стихи тебе писала, А ты меня не замечал,Теперь гори в аду скотина, И даже рифмы тут не будет