მარტივად რომ ვთქვათ _
ეს ფილმი ყველამ უნდა ნახოსhttp://www.imovies.ge/movies/5834ფრანგმა ფოტოგრაფმა იან არტუს ბერტრანდმა, რომელმაც ათწლეულები მიუძღვნა ბუნების და ადამიანის ურთიერთობის კვლევას,
გადაწყვიტა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ზემოდან გადაღებული საოცარი კადრებით გაეკეთებინა ფილმი იმის შესახებ,
თუ რა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვნა ადამიანმა თავისი სიხარბით და დაუდევრობით ბუნება, საკუთარი თავი და დედამიწის მომავალი.
ფილმი ორი ფაქტიურად განუყოფელი ნაწილისგან შედგება, რომელშიც ორი საათის მანძილზე ერთმანეთს ცვლის გულის მაცოცცხლებელი და მომაკვდინებელი კადრები.
სურათი თავისთავად პროპაგანდისტულია, ხასიათდება აპოკალიპტური მატერიალით, პროფესიონალური ანალიზით და ზომიერი ფრანგული სარკაზმით.
შესაბამისად იწვევს უკიდურესად მძაფრ ემოციებს და სასოწარკვეთას, მაგრამ იქვე ძალიან დიდ ადამიანურ სიყვარულს, სინანულს და იმედს,
რადგან სწორედ ამ სამი გრძნობის გავლენითაა გადაღებული.
შეგიძლიათ შემდეგ გადაღების პროცესზეც ნახოთ ნახევარ საათიანი ფილმი.
ცოტა ხნით გადავდოთ გვერდზე მხატვრული ღირებულების ილუზიები
და ვიხილოთ დოკუმენტური რეალობა


ტრეილერი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «