ვფიქრობ თემას აქვს ამ განყოფილებაში არსებობის უფლება.
1833 წლის 21 ივნისს ლონდონში, სამეფო საზოგადოების კრებაზე, ჩარლზ უეტსტონმა წარმოადგინა სპეციალური სარკისებური მოწყობილობა, რომელიც მარჯვენა და მარცხენა თვალზე მიმართავდა პეიზაჟის ორ სხვადასხვა რაკურსით შერულებულ ნახატს. დამსწრეები შოკირებულნი იყვნენ მიღებული მოცულობითი ეფექტით. ეს დღე ითვლება სტერეოსკოპიის დაბადების დღედ.
სტერეოგამოსახულება ჩვეულებრივისგან განსხვავებით ქმნის მოცულობის ილუზიას, რომელიც განპირობებულია ადამიანის მხედველობის თავისებურობით - ბინოკულიარობით. მარჯვენა და მარცხენა თვალებით ჩვენ ვხედავთ ერთმანეთისაგან მცირედგანსხვავებულ გარემოს, რომელთაც ტვინი აერთიანებს და აღიქვავს მოცულობას. რომ არა მხედველობის ეს უნარი ადამიანი ვერ შეძლებდა მაგალითად საგნებამდე მანძილის განსაზღვრას. აქედან გამომდინარე, თუ შევქმნით ერთიდაიმავე სცენის ორ რაკურსს და მათ შევხედავთ რაიმე მოწყობილობით ისე, რომ თითოეული თვალი ხედავდეს შესაბამის კადრს, დავინახავთ ე.წ. „სტერეოსკოპურ ეფექტს“, მოცულობას. ბინოკულიარული მხედველობის თვისებურებები აღწერილი აქვს ჯერ კიდევ ლეონარდო და ვინჩის.
თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია 3დ გამოსახულების სხვადასხვა საშუალებით ნახვა. მათ შორის როგორც სპეციალური სათვალეებით და მოწყობილობებით, ასევე უსათვალოდ.
მოცულობითი გამოსახულებები იქმნება, როგორც რეალური გადაღებით, ასევე გრაფიკული და სპეციალური პროგრამების მეშვეობით. „ბრტყელი“ გამოსახულების მოცულობითში გადაყვანა რთული და ხანგრძლივი პროცესია. სტერეო ფილმების დიდი ნაწილი ამდაგვარად არის გა-3დ-ვებული.
ქვემოთ ჩემი სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრებია. ეფექტის აღსაქმელად საჭიროა ე.წ. „მესამე თვალის“ პრინციპით გავაორმაგოთ მხედველობა და წითელი წერტილები შევაერთოთ.



აქ კი შევეცადოთ გავაკეთოთ იგივე წერტილების გარეშე.


გავრცელებულია ასევე ე.წ. ანაგლიფური სტერეო. მის სანახავად საჭიროა ანაგლიფური სათვალე (ლურჯი-წითელი)


ცალკე ყურადღებას იმსახურებს უსათვალო 3დ. სპეციალური პროგრამების გამოყენებით სტატიკური გამოსახულებიდან, ან სტერეოწყვილიდან, ან მოდელირებული სცენიდან ხდება დიდი რაოდენობის რაკურსების ამოღება, კოდირება და ბეჭდვა. შემდგომ ნაბეჭდ კოდირებულ გამოსახულებაზე საჭიროა ე.წ. ლენტიკულარული ლინზის დიდი სიზუსტით მორგება.
ლენტიკულარულ 3დს დიდი გამოყენება აქვს სარეკლამო საქმიანობაში. თუმცა მაღალი თვითღირებულების და შრომატევადობის გამო ჩვენთან დიდი მოთხოვნილება არ აქვს.
ამ ტექნოლოგიით შეიძლება დამზადდეს მოცულობითი და სხვადასხვა ეფექტის მქონე აქსესუარები.
This post has been edited by Flasher on 4 Jun 2014, 15:39
.