სერიული ქურდობებისათვის დაკავებულ ქართველებს რუსეთში პოლიციის თანამშრომლებმა ვოდეოარქივი აღმოუჩინეს, რომელშიც მათ მიერ ჩადენილი თითქმის ყველა დანაშაულია აღბეჭდილი. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ახალგაზრდები მუსიკის თანხლებით, მხიარულ ვითარებაში ქურდობდნენ. რუსეთის ფედერაციის შსს-ს ცნობით, ქართველი ახალგაზრდები მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ რაიონში ჩადენილ დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილნი. დაკავებისას მათ დიდძალი ფული და მოპარული მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს. სამართალდამცავთა ცნობით, ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=21546