გაამარჯობათ.
მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორი არ არის პოპულარული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ფსიქოლოგიით დაინტერესებულებს ალბათ გაგონილი გექნებათ ამ თემის შესახებ.
ეს ფსიქოლოგიური თეორია ეფუძნება ადამიანის შემეცნების გზების და აზროვნების "მექანიზმის" კვლევას. არსებობს სულ 16 ფსიქოტიპი და იმისათვის, რომ გაიგო, რომელ ფსიქოტიპს წარმოადგენ, შეგიძლია გაიარო ტესტი (
http://www.16personalities.com/free-personality-test) ან წაიკითხო ამ ფსიქოტიპების დახასიათებები და თავად გაერკვიო. თუმცა, სამწუხაროდ, ქართულად ჯერ არ თარგმნილი სრული ინფორმაცია, თუმცა, რაც არსებობს მცირე სახით მაინც, შეგიძლია წაიკითხოთ აქ (https://mbtigeorgia.wordpress.com/)
ეს გამოკითხვა კი იმიტომ შევქმენი, რომ უბრალოდ მაინტერესებს როგორი ფსიქოტიპის ადამიანები არიან გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში.
თუ იცით თქვენი ფსიქოტიპი (ან თუ არ იცით გაიარეთ ტესტი) - დააფიქსირეთ პასუხი ორივე შემთხვევაში
მადლობა ყურადღებისთვის ^^
და ზოგადად, ვინც რა იცით ამ თეორიის შესახებ კომენატრებში დააფიქსირეთ, საინტერესოა როგორი დამოკიდებულებებიც არსებობს