#37005891 · 26 Jun 2013, 22:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს როგორც ვხედავთ სასამართლო პოლიტიკური ძალების ჭიდილის საგანია და რა შედეგითც არ უნდა დამთავრდეს ეს ბრძოლა, სასამართლოს საქმიანობის ხარისხზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს. სასამართლო მაინც ვერ იქნება დამოუკიდებელი და საზოგადოებისთვისაც ყოველთვის რაღაც პოლიტიკურ ამინდზე მიკერებულ ინსტიტუტად დარჩება.
ვისაც არ გვინდა ასე მოხდეს, უნდა მოვიფიქროთ რისი გაკეთება შეიძლება ამ მხრივ.
ეს რომ ესე არ მოხდეს, გაიზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობის ხარისხი, ასევე პროფესიონალიზმი, საზოგადოების მხრიდან უნდა მოხდეს სერიოზული ზედამხედველობა ყველაფერზე რაც სასამართლოების კედლების შიგნით ხდება. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან დასავლელი პარტნიორის, არამედ თვითონ ქართველი ხალხის მხრიდან.
ზედამხედველობის შედეგად რეაგირება უნდა იყოს საჯარო, ხდებოდეს საჯარო პროცესების მონიტორინგი, საჯაროდ განიხილებოდეს სასამართლო გადაწყვეტილებები, შეიქმნას ფორუმები სადაც თავისუფლად ვიმსჯელებთ პროცესებზე კონკრეტული მოსამართლეების გადაწვყვეტილებებზე.
სასამართლო საზოგადოებისთვის უნდა გახდეს აქტუალური როგორც ასეთი და არა მხოლოდ რაღაც პოლიტიკური მოვლენის ჭრილში.
ამ ყველაფრის ამოქოქვას ორგანიზება უნდა.
მაინტერესებს თქვენი აზრი რას ფიქრობთ. როგორ უნდა მიაღწიოს საზოგადოებამ ჰქონდეს ნამდვილი სასამართლო, რომელიც მხოლოდ მის წინაშე იქნება პასუხისმგებელი. რა გზები არსებობს ამისთვის?
ვართ რამდენიმე ადამიანი ვისაც გვინდა ორგანიზაციის გაკეთება რომლის მიზანიც სასამართლო მონიტორინგი და მის მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესის გაღვივება იქნება. ასევე საინტერესოა აქაურების აზრიც.
--------------------
- "Can a man still be brave if he's afraid?" -"That is the only time a man can be brave." © Game of Thrones
|