მგონი ეს თემა იმსახურებს რამდენიმე დღით მაინც ამ განყოფილებაში ყოფნას და განხილვას, ვინ რა იცის ამ საწვავის შესახებ?
გაყიდვაში ჯერ არაა როგორც ვიცი, დაიტესტა თუ არა-ოქტანობა როგორი აქვს და მსგავსი ინფოები თუ გაქვთ იქნებ არ დაიზაროთ დაწერა. ეს ინფორმაცია რაც ლინკზეა მგონი ძაან ზოგადია (ციფრები რა თქმა უნდა გადაჭარბებულია, მაგის კრიტიკას არ ემსახურება თემა). როგორც ვიცი დინოზე აპირებდნენ დატესტვას, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოახერხეს
http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-inform...shemoitana.html "რომპეტროლმა" ბაზარზე პრემიუმ კლასის ახალი საწვავი Efix S შემოიტანა
ავტომობილის ოპტიმალური ფუნქციონირების, სიჩქარისა და მაქსიმალური გაწევის მოყვარულთათვის "რომპეტროლმა" საქართველოს ბაზარზე პრემიუმ კლასის ახალი საწვავი Efix S შემოიტანა.
ახალი პროდუქტის დანერგვასთან დაკავშირებით "რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტმა და რუმინეთიდან საგანგებოდ ჩამოსულმა სტუმარმა მიჰაელა დუმიტრუ (Mihaela Dumitru) 25 ივნისს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ახალი პრემიუმ კლასის საწვავი - Efix S შეიცავს ავტომობილის გაწევის ძალის დანამატებს და დამცავი საშუალებების ნაზავს, რაც ზრდის მანქანის გაწევის ძალას. Efix S-ის საწვავი უზრუნველყოფს ძრავის ეფექტურობის და წარმადობის მომატებას. Efix S-ით გამართული ავტომობილი ადვილად იქოქება, მოძრაობს სტაბილურად ვიბრაციის გარეშე და ადვილად ემორჩილება მძღოლს მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას.
"Efix S-ს საქართველოში ანალოგი არ აქვს. ეს არის ძალიან კარგი სიახლე სპორტული ტიპის მანქანების მფლობელთათვის, ასევე მათთვის ვინც დიდ ყურადღებას აქცევს ავტომობილის ოპტიმალურ ფუნქციონირებას, სიჩქარესა და მაქსიმალურ გაწევას. ჩვენი მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს Efix-ის საწვავს და დარწმუნებული ვარ, რომ Efix S-იც დიდი პოპულარობით ისარგებლებს," - აცხადებს რომპეტროლის გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი.
"პრემიუმ კლასის ორივე სახის საწვავი - Efix და Efix S წმენდს ინჟექტორებს და აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას, აშორებს სარქველებიდან ნადებს და უნარჩუნებს სისუფთავეს, უზრუნველყოფს ძრავის დაცვას. ეს ორი საწვავი ერთმანეთისაგან იმით განსხვავდება, რომ Efix ამცირებს საწვავის მოხმარებას, ხოლო Efix S ძრავის მეტ სიმძლავრეს უზრუნველყოფს. რაც შეეხება ახალი საწვავის ფასს, მისი ღირებულება ამ ეტაპზე იქნება იგივე რაც ღირდა პრემიუმ კლასის საწვავი "Euro Super", განმარტავს რომპეტროლის კომერციული დირექტორი თენგიზ ჭიჭინაძე.
აღნიშნული შედეგები დადგინდა მრავალი ტესტის ჩატარების შედეგად. ტესტების დროს ყურადღება ექცეოდა სხვადასხვა ავტომანქანის სახეობას, ტემპერატურას, საპოხის სახეობასა და მართვის სტილს. ტესტები ჩატარებულ იქნა როგორც ლაბორატორიის პირობებში, ასევე რეალური ცხოვრების მიმოსვლის პირობებში სხვადასხვა მარკის ავტომობილებით.
რომპეტროლი ამჟამად საქართველოს ბაზარზე 5 ტიპის საწვავს ყიდის. სამი ტიპის
ბენზინს - Euro Regular, Efix Euro premium, Efix S და ორი სახეობის დიზელს - Efix Euro Diesel და Euro Diesel. კომპანიის საამაყო პროდუქტი უკვე მეხუთე წელია საწართველოს ბაზარზე Efix წარმოადგენს, რადგანაც პრემიუმ კლასის ეს საწვავი ამცირებს მოხმარებას და 13 %-ით აუმჯობესებს ძრავის ფუნქციონირებას. ამ წლების განმავლობაში მომხმარებელი დარწმუნდა იმაში რომ ზოგავს ფულს და იცავს ავტომობილის ძრავს კოროზიისაგან. ამჯერად კი Efix S-ის სახით კომპანია ავტომფლობელებს ისეთ საწვავს სთავაზობს, რომელიც უკვე არა ერთ ევროპულ ქვეყანაში არსებობს და საქართველოში პირველად შემოვიდა.
Efix S-ის ბაზარზე დანერგვასთან დაკავშირებით რომპეტროლი 30 ივნისს, რუსთავის ავტოდრომზე ყველაზე სანახაობრივ შოუს წარმოადგენს. ერთმანეთს საუკეთესო დრიფტერები შეეჯიბრებიან, ხოლო დასწრება იქნება უფასო.
This post has been edited by Gull wing on 26 Jun 2013, 18:32