რადგან წინა თემაში ბევრი ყოჩაღი ადამიანი დაგინახეთ, ამ ამბავსაც გაგანდობთ me და
grumbler_girl ჩემთან ერთად :* :*
რუსთაველზე სეირნობისას ერთი ქერა, ლამაზი გოგონა იწვა ეტლში (ფეხები ნახევრად შეხვეული ჰქონდა და გამოჩენილი). 15 წლის ბავშვი ყოფილა. იქვე ბებია ეჯდა, დედამისს ცვლიდა ცოტა ხნით. მათხოვრობდა.
მე და ჩემი მეგობარი ხატია (grumbler სხვაა)გავჩერდით, გავესაუბრეთ. თურმე ეს გოგონა ვერ ხედავს.. რადიოც არ ჰქონია. დავპირდი, გიყიდი-თქო და ვერ მოვასწარი ამ კვირაში, უყიდია დედამისს, ახსენებდა თურმე ხშირად. გასართობი არაფერი ჰქონდა აქამდე, ამოვისუნთქე ეს რომ გავიგე. აქამდე არ უნდა ჰქონოდა? ...
დავურეკე დღეს იმ ქალს, ქეთევანს, ყიდვას ვაპირებდი და შევეხმიანე. ჰოდა შემომჩივლა სხვა საჭიროების ნივთები მჭირდებაო... და იქნებ რაც კი შეგიძლიათ შემაშველოთ ფულიო. მარი ცოტა უკეთ რომ იყოს, ეხლა უნდა უყიდოს რაღაცეები, სპეციალური საჭიროების. ძაან რთულ პირობებში ცხოვრობენ. სხვა სამი შვილი ჯანმრთელია. მარის მგონი ცერებრალური დამბლა აქვს. დღეს მითხრა ქეთინომ, მპირდებიან გაივლისო : )))))))))))))
ჰოდა, იქითა ოთხშაბათისთვის, 3 ივლისამდე, იქნებ მოვუგროვოთ რამე ფული. რაც იქნება, გამოადგება. საოჯახო ნივთებიც წაადგება ამ ქალს.. სხვა შვილებიც ჰყავს, რამხელა კი არ ვიცი. ერთი უფროსი.
პს. მეგობრები ჰყავსო? - ხატიამ იკითხა.
- არ ჰყავსო - ბებიამ რომ უპასუხა, ისტერიკული ტირილი ამიტყდა .. : ) გამაჩერეს თორემ ..
This post has been edited by show-girl on 27 Jun 2013, 00:21