ბოლო წლების განმავლობაში, ახალგაზრდულ სფეროში არსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან პრობლემას შორის აღსანიშნავია წიგნთან დაშორების გამო შექმნილი ზოგადი განათლების პრობლემა. პრობლემის აქტუალურობას ადასტურებს ისიც, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ათობით გადაცემა, სიუჟეტი, საგაზეთო, პუბლიცისტური და სხვა ტიპის საინფორმაციო სახის განხილვა დაეთმო ახალგაზრდების ,,არაწიგნიერებას“. ამ საკითხზე სისტემატიურად ამახვილებს ყურადღებას ეკლესია, რაც აისახება მისი უწმინდესობის ქადაგებებსა და ეპისტოლეებში. წიგნთან დაშორების ერთ–ერთ მიზეზად ინტერნეტი სახელდებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებობს მეორე საკმაოდ ძლიერი მიზეზი არაწიგნიერებისა, ეს გახლავთ ლიტერატურის ხელმისაწვდომობა. აღნიშნულ პრობლემას ვაწყდებით სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროშიც (არასრულწლოვანთა დაწესებულება). პრობლემის აქტუალობას ადასტურებს ზემოთხსენებულ სამინისტროში შეიქმნილი წიგნების ბანკი, რომლის მომარაგების შემთხვევაშიც აღნიშნული ლიტერატურით ისარგებლობენ პრობაციონერები. არასრულწლოვანი ჩვენი მოქალაქეების სწორად განვითარებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია მოხდეს მათი წიგნიერების მაქსიმალური ხელშეწყობა.
პროექტ ,,წიგნი–ერი“ ხორციელდება სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დახმარებით, რომლის ფარგლებში ნებისმიერ ადამინს სურვილის მიხედვით შეეძლება მინიმუმ ერთი წიგნი მაინც გადასცეს პროექტის ორგანიზატორებს და ამით გახდეს ,,წიგნი-ერის“ უშუალო მონაწილე.პროექტი გაშუქდება მასმედიის საშუალებით, ასევე თბილისსა და ქუთაისში ყველა ცენტრალურ ქუჩაში და ხალხმრავალ ადგილას გამოიკვრება სარეკლამო პოსტერები. პროექტის მიზნად ისახავს განათლებისა და წიგნიერების მაქსიმალურ პროპაგანდას ახალგაზრდებში, რადგანაც მიგვაჩნია, რომ განათლებული მომავალი თაობა ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის უტყუარი საწინდარია.
გთხოვთ შემოგვიერთდეთ ,,წიგნი–ერის“ განხორციელებაში და შესაძლებლობის ფარგლებში დაგვეხმაროთ თქვენს ხელთ არსებული ლიტერატურით. (ფინანსური დახმარების შემთხვევაში მოგაწვდით პროექტს დეტალურად და სარეკლამო პირობებს mishadiakonidze@gmail.com)
მიმაგრებული სურათი
ვარდსა და ნეხვსა ვინათგან მზე სწორად მოეფინების..
დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინია......