არასპრავედლივი მადლი არ მომხვდეს ბიწოო

წყაროს თქმით, რომელიც ანონიმურობას ინარჩუნებს, ვიდეომასალა ადგილზე მყოფი უცხოელი ტურისტების მიერ, სამოყვარულო კამერით არის გადაღებული.
ვიდეოკადრებში ასახულია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზესტაფონის საყავრიის უბნის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი მეგრელიშვილი, რომელიც ზესტაფონში, ჩხუბში ერთვება და შემდგომში, თავადაც ჩხუბობს პოლიციელებთან.
"ჩხუბი ზესტაფონში მაღაზია „იოლის“ წინ 6 მაისს, გიორგობას მოხდა. ეს ადგილი უბნის „ბირჟას“ წარმოადგენს. რამოდენიმე პირს შორის მოხდა გაუგებრობა მანქანასთან დაკავშირებით, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
ჩხუბის ფაქტს შეესწრო პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც პატრული გამოიძახა. პატრული მოვიდა და მოჩხუბრები დააშოშმინა. ამ დროს გამოჩნდა მამა გიორგი მეგრელიშვილი ნასვამ მდგომარეობაში. როდესაც მან დაინახა პატრული მოჩხუბრებს აწყნარებდა, მივიდა და პატრულს დაარტყა.
ჩხუბი ხელახლა დაიწყო.
მამაო იძახოდა: „მე კაბის შიგნით "პრისტუპნიკი ვარ", მღვდელი არ გეგონოთო“. რის შემდეგაც ზოგი წყველა და ზოგი აგინა“, – ყვება თვითმხილველი.მისივე თქმით, პატრულმა ჩხუბის მონაწილეები დააკავა, თუმცა მამა გიორგი მეგრელიშვილის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. "დაკავებულებიდან ერთი გირაოს სახით გაათავისუფლეს. დანარჩენები პასუხისგებაში არიან მიცემულნი," – ამბობს წყარო.
თვითმხილველის ინფორმაციით, მამა გიორგი მეგრელიშვილი, რომელიც მარგვეთისა და უბისის ეპარქიის, ზესტაფონის საყავრიის უბნის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახურია,
აღნიშნული ეპარქიის ეპისკოპოსის ზარმა იხსნა პასუხისგებიდან.დაზვანოკებულია ძმატცი
P.S. მართლმადიდებლურ ეკლესიას ვებრძვი