2013 წლის 13 ივნისს დაფუძნდა არასამეწარმეო იურიდიული პირი: კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების განვითარების ასოციაცია "CG Georgia".
აღნიშნული ასოციაციის მთავარი მიზნებია:
1. ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის სფეროში ბაზრის განვითარებისთვის ხელის შეწყობა.
2. ვიზუალურ ეფექტებთან და კომპიუტერულ გრაფიკასთან დაკავშირებულ სპეციალობებში ცოდნის გაღრმავება.
3. კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების სფეროს პოპულარიზაცია.
4. ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის ბაზარზე არსებული გარემოს გაჯანსახებისთვის ხელის შეწყობა.
5. ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტების მიღწევების პოპულარიზაცია.
6. ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტების კონსოლიდაციის ხელშეწყობა.
7. თანამედროვე სტანდარტის პროფესიონალური ეთიკის ჩამოყალიბება ბაზარზე.
8. საქმიანი, შემოქმედებითი და მეგობრული კავშირების განვითარება სხვა ქვეყნების ანალოგიურ ასოციაციებთან, საზოგადოებებთან, უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, საწარმოებთან.
9. ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის სფეროში კონსულტაციების გაწევა.
უკვე დაგეგმილია პირველი წლის სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება ყოველი თქვენგანის თანადგომა და აქტიური მონაწილეობა. პირველ რიგში იგეგმება წევრების საერთო შეხვედრა, სადაც განვიხილავთ არსებულ მდგომარეობას და ერთად დავგეგმავთ პირველ ნაბიჯებს. ჩვენი უმთავრესი მიზანი მაინც არის ის, რომ ერთად დავდგეთ და გავუმკლავდეთ ჩვენს სფეროში არსებულ პრობლემებს და განვავითაროთ ის.
ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ზოგადად სიახლეების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად დაიდება Facebook-ის გვერდზე CG Georgia.