თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელზეც რიზვან ომაროვისა და მიკაელ კადიევის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ გაირკვა, რომ დაკავებულები არა ტერაქტის მცდელობისთვის, არამედ, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის დააკავეს. ომაროვსა და კადიევს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთვის ედებათ ბრალად ედებათ. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ან ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და იგი წარმოადგენს ნაკებად მძიმე დანაშაულს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, შსს-ს მიერ 13 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია, დაკავებულების სახაზინო ადვოკატმა ირმა ინასარიძემ გააპროტესტა. მან პროკურორებს შეკითხვა დაუსვა თუ რის საფუძველზე იყო აღნიშნული ინფორმაცია გავრცელებული. ადვოკატმა პროცესზე აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს მოსამართლე აღნიშნულ ინფორმაციას არ გაითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა. პროცესზე სიტყვის წარმოთქმის საშუალება მიეცათ თავად ბრალდებულებსაც. ორივე მათგანი ამბობს, რომ ბრალს არ აღიარებს და არა აქვთ ინფომრაცია საიდან აღმოჩნდა იარაღი მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში. სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს. მოსამართლე ბადრი შონია გადაწყვეტილებას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით ცოტა ხანში მიიღებს.
- See more at:
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=47...h.ZQGWjDXP.dpufარი რამე ახალი?
რას აფეთქებდნენ ეგნები?
ვინები არიან?
როგორ მიდის გამოძIება?