საპროცესოს 218 მუხლშია, ოღონდ არა მერვე ნაწილში

პირველ ნაწილში

აი, ეს მუხლი ვერ განთავისუფლდება სასჯელისგან.
მუხლი 1441. წამება (28.04.2006. N2937)
1. წამება, ესე იგი პირისათვის, მისი ახლო ნათესავისათვის ან მასზე
მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირისათვის ისეთი პირობების
შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ანხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ
ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება,
პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი
ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) ჯგუფურად;
ვ) ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის
ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური
კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი
მდგომარეობის გამო;
ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის,
არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო
მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად
დამოკიდებული პირის მიმართ;
თ) შეკვეთით;
ი) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ
წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ
წლამდე. (25.07.2006 N 3530)
მუხლი 1442. წამების მუქარა (23.06.2005 N 1751)
ამ კანონის 1441 მუხლში აღნიშნული პირობების შექმნის, მოპყრობის ან
დასჯის მუქარა, განხორციელებული იმავე მიზნით, –
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
მუხლი 1443. დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა (28.04.2006 N 2937)
1. პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის
შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს
ან მორალურ ტანჯვას აყენებს,-
ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) ჯგუფურად;
ვ) ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის
ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური
კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი
მდგომარეობის გამო;
ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის,
არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო
მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად
დამოკიდებული პირის მიმართ;
თ) შეკვეთით;
ი) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ
წლამდე ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ კოდექსის 1441–1443 მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებზე
არ ვრცელდება ამავე კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის
ვადა.