jorko
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 49
წევრი No.: 158376
რეგისტრ.: 30-December 12
|
#37041045 · 29 Jun 2013, 13:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1) სქესობრივი აქტი სქესობრივი აქტი ან უბრალოდ სექსი — გენიტალური კონტაქტი ორ ინდივიდს შორის გამრავლების მიზნით ან სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილებისთვის. ბიოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის აქტი, რომლის დროსაც მამაკაცის რეპროდუქციული ორგანო (ადამიანებში ან ზოგიერთ ცხოველებში) შეიყვანება ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში, რომელსაც ასევე კოიტუსს უწოდებენ. აქტში მონაწილეები შეიძლება საპირისპირო სქესის იყვნენ, ან კიდევ ჰერმაფროდიტები, როგორც მაგალითად ლოკოკინას შემთხვევაში. ტრადიციულად, სქესობრივ აქტს განიხილავდნენ, როგორც სქესობრივი კონტაქტის ბუნებრივ დასასრულს მამაკაცსა და ქალს შორის და დღემდე ამ განსაზღვრებით განიხილება. თუმცა ტერმინის მნიშვნელობა ბოლო წლებში უფრო ვრცელი გახდა და სულ მცირე სამი სხვადასხვა სახის აქტს მოიცავს. ესენია: ვაგინალური სექსი, რომელიც საშოში მამაკაცის სასქესო ასოს შეყვანას მოიცავს; ორალური სექსი, რომელიც სქესობრივ ორგანოებთან ორალურ კავშირს მოიცავს; და ანალური სექსი, რომელიც მამაკაცის სასქესო ასოს მისი პარტნიორის ანუსში შეყვანას მოიცავს.
2) სექსუალური ორიენტაცია სექსუალური ორიენტაცია აღწერს კაცების, ქალების, ორივეს ან არცერთის მიმართ ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიმზიდველობის ნიმუშს. აპა-ს („ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაცია“) მიხედვით სექსუალური ორიენტაცია არის გამძლე[1] და ასევე გამოხატავს პიროვნების გრძნობას „პიროვნული და სოციალური იდენტობისა, რომელიც დამყარებულია იმ მიზიდულობებზე, მათ გამომხატველ ქცევებსა და სხვათა ჯგუფის წევრობაზე, რომლებიც მას იზიარებენ“.[2] სწავლულთა შორის მიმდინარე კონსენსუსი არის, რომ სექსუალური ორიენტაცია არაა არჩევანი.[3] არ არსებობს სექსუალური ორიენტაციის გამომწვევი მარტივი, ერთი მიზეზი, არამედ კვლევები გვიჩვენებენ, რომ ესაა გენების, ჰორმონებისა და გარემოს გავლენათა კომბინაცია[4] ბიოლოგიური ფაქტორებით, რომელშიც ჩართულია გენეტიკური ფაქტორებისა და ადრეული ჩანასახის გარემოს კომპლექსური ურთიერთქმედებანი.[5] თუმცა ზოგმა შეიძლება იხმაროს სხვა კატეგორიზაცია ან არც ერთი, სექსუალური ორიენტაცია, როგორც წესი, სამი სახის ტერმინით გამოიხატება: ჰეტეროსექსუალობა, ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა (ასექსუალობა ხშირად ითვლება მეოთხედ). ეს სამი არსებობს ჰეტეროსექსუალურ-ჰომოსექსუალურ კონტინუუმს შორის და დამწკრივებულია ექსკლუზიურად ჰეტეროსექსუალობიდან ექსკლუზიურად ჰომოსექსუალობისკენ; შუაში მოიცავს ბისექსუალობის მრავალ სახეობებს. ეს კონტინუუმი ყველას ვერ ერგება, რადგან ზოგი ადამიანი თავს ასექსუალად აიგივებს.[6] ეს ხაზოვანი სკალა არის სექსუალური ორიენტაციისა და სექსუალური იდენტობის უფრო მეტად ნიუანსური ბუნების გამარტივება; ბევრი სექსოლოგი მას ზედმეტად გამარტივებულად თვლის.[7] სექსუალურ სურვილთა ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანთა კლასიფიცირება თანამედროვე დასავლური ცნებაა
სქესობრივი აქტის გახანგრძლივება (ლათ. coitus reservatus - გახანგრძლივებული სექსი) - სქესობრივი აქტის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც მამაკაცი ცდილობს სწრაფად არ გამოყოს სპერმა ქალის საშოში და „ერთიანობის ამაღლებული მომენტი“ გაახანგრძლივოს ორგაზმის განცდისა და ეაკულაციის (სპერმის გამოყოფის) გარეშე.
სქესობრივი აქტის გახანგრძლივების ელემენტები – პრაქტიკის საფუძველზე მამაკაცს შეუძლია გამოყოს ერთმანეთისგან ორგაზმი და ეაკულაცია, განიცდის რა ერთს მეორის გარეშე. მამაკაცი ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს შეიკავოს ეაკულაცია და გაახანგრძლივოს სიამოვნება პროცესში, რომელიც ცნობილია, როგორც ბალანსირება ორგაზმის ზღვარზე, ან „ზღვარზე ყოფნა“. მთავარი რგოლი გახანგრძლივებულ სექსში, რომელიც ხშირად მუხლ-იდაყვის პოზიციაში სრულდება, არის ქალი და მამაკაცი. ისინი იღებენ სიამოვნებას სექსისგან ეაკულაციის გარეშე (ლათ. coitus sine ejaculatio seminis). ამის დანერგვა წყვილის ცხოვრებაში შეუძლია გამოცდილ მამაკაცს, მაგრამ გამონაკლისია დილა (როცა მამაკაცი ძალიან ადვილად იგზნება და ეაკულირებს სწრაფად) და დიდი ხნის განშორების შემდგომი სქესობრივი აქტი. ამგვარი პრაქტიკის შემუშვებაში აუცილებელია პარტნიორის მხარდაჭერა და თანადგომა. ცნობილი ფსიქოლოგი ჰაველის ელისი წერს: „გახანგრძლივებული სექსი (რომლის დროსაც სქესობრივი აქტი გრძელდება ძალიან დიდხანს და, შესაძლოა, ქალმა ამ დროის პერიოდში ორგაზმი განიცადოს რამდენჯერმე, მაშინ როცა მამაკაცი წარმატებით იკავებს ეაკულაციას) მეტად დამაზიანებელია ქალისთვის, მაგრამ ამავე დროს ეს არის სქესობრივი აქტის ფორმა, რომლითაც იგი იღებს სიამოვნებისა და ტკბობის მაქსიმუმს“. ზემოთქმული ჰაველის მოსაზრება მხოლოდ იმით შეესაბამება სიმართლეს, რომ ქალი მართლაც იღებს სექსუალური სიამოვნების მაქსიმუმს, რაც შეეხება გახანგრძლივებული სექსის ზიანს ჯანმრთელობისთვის, სამედიცინო საფუძველს მოკლებულია.
მამაკაცის თავშეკავება – XIX საუკუნეში ჯონ X-ს მიერ დაარსებული ონეიდის უტოპიური პროტესტანტული საზოგადოება ესქსპერიმენტს ატარებდა გახანგრძლივებულ სექსთან დაკავშირებით, რომელიც იმდროინდელ ქრისტიანულ და კომუნისტურ გარემოში მამაკაცის თავშეკავების სახელით იყო ცნობილი. ეს კვლევები გააგრძელა ნოიესმა, რომელმაც ონეიდების ნაკეთობების კომპანია შექმნა. მამაკაცებს, რომლებიც სქესობრივი აქტის დროს თავს არიდებდნენ ეაკულაციას, ამართლებდნენ და პატივს სცემდნენ, როგორც თავშეკავებისა და სულიერი ძალის მქონე ადამიანებს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბევრი სქესობრივი აქტი სრულდებოდა ქალის დაორსულების გარეშე. ეს პრაქტიკა ეფუძნებოდა იდეას, რომ მამაკაცის სპერმის „ხარჯვა“ მავნებელია და, მეორეს მხრივ, ორსულობა რთული, რაც ქალს უნდა არიდებოდა (ნოიესის ცოლმა 5ორსულობიდან მხოლოდ ერთი შვილის გაჩენა შეძლო). ონეიდის საზოგადოებაში ფეხმძიმობების ძალიან მცირე რიცხვი იყო, თუ დღევანდელ საზოგადოებას გავითვალისწინებთ, სადაც მამაკაცი არ აგებს პასუხს ქალის დაფეხმძიმებასთან დაკავშირებულ წინაუხედავობაზე.
მამაკაცის თავშეკავების საფუძველი მამაკაცის კუნთების უნარია, თავი შეიკავოს ეაკულაციისგან. ონეიდის საზოგადოებაში მოზარდებს, რომლებიც სქესობრივი ცხოვრების საწყის ეტაპზე იყვნენ, ეძლეოდათ უფლება ჰქონოდათ სექსი იმ ქალებთან, რომლებიც უკვე გამოვიდნენ ფერტილური ასაკიდან (აღარ შეეძლოთ დაორსულება), სანამ ისინი არ ისწავლიდნენ სექსის დროს სპერმის შეკავებას. ამ საზოგაბოების წევრი ქალები თვლიდნენ, რომ მამაკაცის თავშეკავება ახანგრძლივებდა მათ სიამოვნებას, ვინაიდან ასეთ დროს სქესობრივი აქტი შესაძლოა მთელი საათი გაგრძელებულიყო. ამავე დროს, იყო მოსაზრება, რომ სექსის დროს მამაკაცის თავშეკვება მავნე იყო მისი ჯანმრთელობისათვის, თუმცა ეს შეხედულება მალევი უარყვეს.
გახანგრძლივებული სექსი და „კარეცცა“ – სიტყვა „კარეცცა“ შემოთავაზებული იქნა ექიმ ალის სტოკჰემის მიერ. მენიერების აზრით, სიტყვა „კარეცცა“ მოდის იტალიური სიტყვიდან „carézza”, რაც ალერსს ნიშნავს. ალის სტოკჰემი თავის წიგნში „კარეცცა“ წერს: „ტერმინი „კარეცცა“ აღნიშნავს ადამიანზე მიჯაჭვულობის გამოხატვას სიტყვებითა და საქციელით. ეს სიტყვა მოიცავს ღრმა მიჯაჭვულობის გრძნობას, სიყვარულის სრულყოფილებას და ტექნიკურად გამოიყენება კონტროლირებადი სქესობრივი აქტის აღმნიშვნელად“. ამიტომაც პრაქტიკაში ეს მეტია, ვიდრე თვითკონტროლი, ფაქტიურად ეს ორმხრივი კონტროლია, რომლის დროსაც მამაკაცი ეხმარება ქალს და პირიქით. კარეცცა საკვანძო საკითხია ბევრი პრობლემის გადაწყვეტაში. კარეცცას თავდაპირველი მიზანი იყო სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება და შენარჩუნება ხანგრძლივი სქესობრივი ურთიერთობების დროს. კარეცცასა და გახანგრძლივებულ სექსს შორის არსებობს მცირედი სხვაობა. იდეალურ შემთხვევაში, კარეცცა დიდი ხნით მოუთიერთე წყვილს შეეფერება, გახანგრძლივებული სექსი კი ნებისმიერ წყვილს შეიძლება ჰქონდეს.
გახანგრძლივებული სექსის ფიზიოლოგია – XIX საუკუნის ბოლოს დოქტორმა ალის სტოკჰემმა ახსნა სქესობრივი აქტის ამ ფორმის ფიზიოლოგია. მისი შეხედულებით, სხეულს ეაკულაციის შემდეგ აღსადგენად სჭირდება რამდენიმე კვირიდან ერთ თვემდე. ალის სტოკჰემი თვლიდა, რომ შვილის ყოლის სურვილის არმქონე წყვილებში უნდა გამოირიცხოს „საბოლოო“ ორგაზმი, რაც ჩასახვას ხელს შეუშლის. ამასთან, მისი აზრით, როცა ეაკულაცია ხდება ძალიან ხშირად, ხდება „ჭურჭლის დაცარიელება მის მომდევნო ავსებამდე“, ანუ ხშირი ეაკულაციის შემდგომ მამაკაცს უჩნდება გაღიზინიანება და ქალის უარყოფის სურვილი. ალის სტოკჰემი თვლიდა, რომ ცდებიან ოჯახები, სადაც „მეტი – უკეთესია“. წყვილი ცდილობს ხშირად ჰქონდეთ სექსი და სექსის დროს მამაკაცებს ეაკულაცია, რასაც მობეზრების თავიდან ასაცილებლლად აკეთებენ. შედეგად, გარკვეული დროის შემდეგ (2-4წელი) „სქესობრივი ლტოლვის თაფლობის თვე“ სრულდება. სტოკჰემის მოსაზრებით, ეაკულაციის შეზღუდვა „სქესობრივი ლტოლვის თაფლობის თვის“ დროში გახანგრძლივებას გამოიწვევს.
გახანგრძლივებული სექსის დროს შესაძლოა, სექსის ბოლოს სპერმის დაღვრა ქალის საშოს გარეთ. გარეთ დაღვრის გამოყენება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით, არ არის მართებული, ვინაიდან პრეეაკულატშიც (ბულბოურეთრული ჯირკვლების სეკრეტში) შესაძლოა აღინიშნოს ვირუსებისა და ბაქტერიების გარკვეული რაოდენობა. არც ორსულობის თავიდან აცილების თვალსაზრისით არის ხელსაყრელი ეს მეთოდი, ვინაიდან ეაკულაციის გარეშეც შესაძლებელია, სპერმატოზოიდების არსებობა პრეეაკულატში. აქედან გამომდინარე, ქალის დაფეხმძიმება აბსოლუტურად მოსალოდნელია ასეთი ტიპის სქესობრივი აქტის დროს. თუკი მაინც ხდება ამ მეთოდის გამოყენება არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, მეცნიერები იძლევიან რჩევას, რომ ყოველი მომდევნო ეალუკაციის წინ მამაკაცმა უნდა მოშარდოს, რათა შარდსადენი გათავისუფლდეს სპერმისაგან.
|