#37060098 · 1 Jul 2013, 00:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაშ ასე, ორშაბათს, 1 ივლისს, ქალაქ ზესტაფონში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ზვიად სიჭინავა, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გოგი ქავთარაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ნუგზარ ქამუშაძე და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ბატონი ილია კოკაია. ზემოთ ნახსენები შეხვედრის დასრულების შემდეგ (17:00 საათზე), დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საგანგებო პრეს-კონფერენცია. გულშემატკივართა დასწრება მნიშვნელოვანიც და აუცილებელიცაა!
|