საპარლამენტო კომისიამ აუდიტის სამსახურის საქმიანობის შემოწმება დაიწყო აუდიტის სამსახურის შემოწმება საპარალამენტო კომისიამ უკვე დაიწყო. სამუშაო ჯგუფი ათი დღის შემოწმების მასალებს პარლამენტში უახლოეს დღეებში წარადგენს. http://www.gurianews.com/index.php?option=...7-31&Itemid=111= = = = = = = =
სასამართლოებში "გამქრალი" 2 335 212 ლარი _ ლევან ბეჟაშვილის გადამალული აუდიტი ერთ დღეს, ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ, წინასაარჩევნოდ, ლევან ბეჟაშვილმა კახელი გლეხები გაიხსენა და მისი თანამდებობიდან წასვლა მათზე ზრუნვას დაუკავშირა...
"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თბილისის კომფორტული, მაღალი თანამდებობა და გვერდით დავუდგე ჩემს კახეთს და კახელებს. ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო გაჭირვებაში მყოფ ხალხზე ზრუნვას..." _ განაცხადა კონტროლის პალატის თავმჯდომარემ და ამ დღის შემდეგ, არც გაჭირვებულებს უნახავს ის თვალით და არც მას _ გაჭირვებულები.პარლამენტში გადაბარგებული ბეჟაშვილს სულ სხვა საზრუნავი გაუჩნდა _ როგორ დაეკომპლექტებინა კონტროლის პალატა "ნაცმოძრაობის" დამარცხებული მაჟორიტარებით და როგორ მოხვედრილიყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრად. მის ამ პოზიციაზე ვერგასვლას კი უმცირესობის მხრიდან სოლიდარული პროტესტი მოჰყვა.
განსაკუთრებულ მხარდაჭერას ლევან ბეჟაშვილს პავლე კუბლაშვილი უცხადებდა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ახსოვდა ბეჟაშვილის ფასდაუდებელი სამსახური საერთო სასამართლოების შემოწმებისას.
პარლამენტარ პავლე კუბლაშვილის ძმა, კოტე კუბლაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა, საერთო სასამართლოები კი, სადაც კონტროლის პალატის აუდიტებმა 2 335 212 ლარის დანაკლისი აღმოაჩინეს, სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექვემდებარება. თავად პავლე კუბლაშვილი 2004-2005 წლებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახლდათ.2010 წელი... საერთო სასამართლოების აუდიტი... ბეჟაშვილის ბრძანებასაქართველოს კონტროლის პალატის მაშინდელი თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის 2010 წლის 7 ივნისის N 61/43, 2010 წლის 12 ივლისის N76/43 და 2010 წლის 16 აგვისტოს N84/43 ბრძანებებით, ჩატარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2006-2010 წლების საფინანსო - სამეურნეო საქმიანობის აუდიტი.
საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. დეპარტამენტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს კი, ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი: განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად; უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით; უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით; ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას; ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.
აუდიტის ჯგუფს ძველი რევიზორი, რეზო შავიშვილის დროინდელი კადრი, გია ტუხაშვილი ხელმძღვანელობდა. აუდიტორების უმეტესობა შავიშვილის დროინდელი თანამშრომლები იყვნენ, რომელთანაც ბეჟაშვილი არ კონტაქტობდა. მათთან საურთიერთობოდ მის მოადგილეს, თარხნიშვილს გზავნიდა. ამ ძველი აუდიტორებიდან დღეს, კონტროლის პალატაში თითქმის არცერთი აღარ მუშაობს.
თუ რა მოხდა 2010 წელს, ისინი ექსკლუზიურად "გურია ნიუსისთვის" ყვებიან.სასამართლოებში გამქრალი მილიონები _ პროკურატურისთვის გადასაცემი საქმის დეტალები<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
http://www.gurianews.com/index.php?option=...VT-07w.facebookმოგელაძე, აგენთო წითელი?
აბა რას იტყვით ნაცელიტპატრიოტებო... არაუშავს, ხო??
This post has been edited by re_vera on 17 Jan 2013, 09:25
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?