„ძლიერთა თამაშების“ მონაწილეთა მისალმების ცერემონიაზე აშშ-ში საქართველოს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი წარადგინეს
18:04 04-05-2016
„ძლიერთა თამაშების“ მონაწილეთა მისალმების ცერემონიაზე აშშ-ში საქართველოს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი წარადგინეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games 2016) მონაწილეთა მისალმების ცერემონია გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს პრსსამსახურის ინფორმაციით, ცერემონიაზე სხვა მონაწილეებთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი წარადგინეს, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდის კაპიტანმა მაიორმა ბესარიონ ღუდუშაურმა და ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან, თომას ლაკროსმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობენ.
საერთაშორისო შეჯიბრება 8-12 მაისს უოლტ დისნეის ESPN სპორტულ კომპლექსში გაიმართება.
http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-t...saradgines.htmlწარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გუნდს!
http://www.georgianrecords.com/2014/08/tem...ml#.VyoTGFUS_q4 This post has been edited by Lаki on 4 May 2016, 19:22
მიმაგრებული სურათი
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3