
Mikheil Saakashvili
დაუშვებლად მიმაჩნია იმ პარტიაში ყოფნა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ვერ ითვალისწინებს. პარტია, რომელიც ჯალათებისა თუ დამსმენების გვერდით დგას, წარუმატებლობისთვისაა განწირული და ნამდვილად არ მსურს, ჩემი სახელი მასთან რამენაირად იყოს დაკავშირებული.
მოგეხსენებათ, რამდენიმე წელი დაუზარებლად ვმეთაურობდი ნაციონალურ მოძრაობას, ჩემი ენთუზიაზმი 19 აპრილამდე გაგრძელდა, მაგრამ ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მან თავისი რესურსი ამოწურა.
ტყუილად არ მიხსენებია 19 აპრილი. ამ დღეს პარტიამ ფიასკო განიცადა და ფაქტობრივად, ტრანსფორმაციისთვის მზაობა ვერ გამოავლინა.
უნდა ვაღიარო, დარწმუნებული ვიყავი, 2 თვით ადრე დაანონსებულ შეკრებას არანაირი აზრი არ ექნებოდა, ბევრი ვეთათბირე ვანო მერაბიშვილს, მაგრამ ვერ შევასმინე. ალბათ გახსოვთ, რომ არ ვაპირებდი მიტინგზე მისვლას, მაგრამ დიდი ზეწოლის შემდეგ მიმიყვანეს. იყო მუქარა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებას ააგორებდენ, რაც ჩემთვის შოკის მომგვრელი გამოდგა - მე ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებდი და 19 აპრილს იძულებული გავხდი, მიტინგზე გავსულიყავი.
სხვათა შორის, სწორედ ამ ძალების დამსახურებაა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებული გაუგებრობა - მე 27 ოქტომბერს დანიშვნის მომხრე ვიყავი , მაგრამ აღნიშნულმა ძალებმა 31 ოქტომბერი მოითხოვეს.
მე, როგორც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ კოლაბორაციონისტებთან ჩემი მეკავშირეობა დასრულდა. მე დღეიდან საქართველოს ნაციონალური მოძრაობის წევრი აღარ ვარ!
ფბს ტყუილად ნუ შეამოწმებთ 2 წუთში წაშალა.ყოყმანობს ალბათ This post has been edited by SPLIYVI on 2 Jul 2013, 00:38