დაპირებული ინტერვიუ
ბორის ფარულავას ციხეში ფრჩხილები დააძრეს
გაზეთი „ქრონიკა+“ ციხის სკანდალური კადრების ერთ-ერთი ავტორის, ბორის ფარულავას ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. ფარულავა ინტერვიუში დეტალურად იხსენებს, თუ როგორ გამოიტანეს მან და ლადო ბედუკაძემ ჩანაწერები ციხიდან და შემდეგ, როგორ აწამეს თავად უკვე ფარულავა.
ციხის სკანდალური კადრების სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია. ლადო ბედუკაძე, მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფალია. ბორის ფარულავა საპროცესო გარიგების შედეგად განთავისუფლდა.
ბორის ფარულავა, იგივე „ბასტის“ ექსკლუზიური ინტერვიუ:
- ბორის, როგორ მოხვდი გლდანის ციხეში სამუშაოდ?
-2008 წლის ნოემბერში დავიწყე მუშაობა რეჟიმის განყოფილების კონტროლიორად და 2012 წლის მაისამდე ვმუშაობდი. ზოგჯერ მიწევდა კორპუსებში მორიგეობაც. 2012 წლის მაისში დავინიშნე უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორად. რამდენიმე თვე უშუალოდ პატიმრებთან მქონდა ურთიერთობა. ასევე, გვევალებოდა თანამშრომლებზე ზედამხედველობაც. დაახლოებით თვენახევარში, დირექტორის ბრძანებით, გადმომიყვანეს მთავარ გამტარ პუნქტში. ეს ის ადგილია, სადაც ადვოკატები, მოძღვრები და ოფიციალური პირები შედიოდნენ პატიმრებთან შესახვედრად. სამუშაო დრო დილიდან საღამოს 6 საათამდე გრძელდებოდა. შაბათ-კვირას ვისვენებდი.
- როდიდან დაიწყო პატიმრების ცემა და კამერებით ამ პროცესის გადაღება?
- ალექსანდრე მუხაძის დირექტორობის პერიოდში, 2010 წლის აგვისტოდან. ვიდეოკამერა ოპერატიული მორიგეების განკარგულებაში იყო. მათ უნდა გადაეღოთ ცემისა და დაშინების პროცესი, რისი მიზანიც იყო პატიმრების გაკონტროლება და რეჟიმის გამკაცრება. ალექსანდრე მუხაძე იყო ბაჩო ახალაიას ნათელ-მირონი. როცა მუხაძე გლდანის ციხის დირექტორად მუშაობდა, პარალელურად „რეზბალნიცის“, ანუ მე-18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და თავდაცვის სამინისტროს გორის ჰოსპიტლის უფროსიც იყო. ექიმები ჩამოდიოდნენ გორის ჰოსპიტლიდან და მათ ციხეში, საკუთარ კაბინეტში თათბირებს უტარებდა. გორის ჰოსპიტლის ექიმების ნაწილი „რეზბალნიცაზეც“ მუშაობდა და როცა უთანხმოება მოუვიდათ, ისინი ჰოსპიტლიდანაც გაათავისუფლლეს.
ბაჩო ახალაიას გარეშე, ცხადია, მუხაძე ვერაფერს გააკეთებდა და ამოდენა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ აიღებდა.
-პატიმართა სიკვდილის ფაქტები ხშირი იყო თუ არა?
-პატიმართა სიკვდილის ფაქტები ძალიან გასაიდუმლოებული იყო. ექსპერტებადაც კი თავიანთი ხალხი ჰყავდათ. სპეციალურად მომაკვდავი პატიმრებისთვის იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც ასეთი კონტინგენტი გაჰყავდა ქალაქის საავადმყოფოში და სიკვდილის ფაქტი ფიქსირდებოდა უკვე გარეთ. გარდაცვლილი პატიმარი უკან შემოჰყავდათ. იყო გაყალბებული დასკვნები. „ღუდუშაურში“ მიჰყავდათ ძირითადად.
ეს იყო ფარსი, თითქოს პატიმრებს მკურნალობდნენ, მაგრამ, სინამდვილეში, სტატისტიკა არ ფუჭდებოდა. სახელმწიფოს ნება იყო ეს.
- მე მაქვს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი პატიმარი გადააგდეს გლდანის ტბაში სიმართლეა თუ არა ეს?
- ამას ჩვენ არავინ გაგვიმხელდა. საკუთარი თვალით ვნახე: ლაფანყურში დაღუპული სამი ჩეჩენის გვამი შეიტანეს მე-18 დაწესებულების მორგში. ეს გვამები პატრონებს გადასცეს გლდანის მერვეს მახლობლად. სახალხო დამცველსაც ვესაუბრე ამის თაობაზე, მაგრამ ჩემი სახელით და გვარით ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა.
- დავუბრუნდეთ ისევ გლდანის მერვე საპყრობილეს. ლადო ბედუკაძე სამსახურიდან და ქვეყნიდან რომ წავიდა, თქვენ უკვე იცოდით ფირების არსებობის შესახებ?
- სამსახურიდან წასვლამდე ლადომ დამიძახა და გამიმხილა, რომ მას ჰქონდა პატიმართა წამების ამსახველი კადრები და სისტემის დასამარცხებლად ისინი უნდა გასაჯაროებულიყო.ლადომ წასვლამდე გამაცნო გიორგი ლომია,სანდო ადამიანია და შეგვიძლია ვენდოთო გიორგის ციხიდან ვიცნობდი.რადგან ლადოს მიერ გადაღებული კადრები იყო ძველი, საჭირო იყო ახალი კადრების გადაღება . ამის შემდეგ ლადო. ლომიამ საქართველოდან გაამგზავრა , გიორგიმ გადმომცა ტექნიკური საშუალებები, გადამღები მოწყობილობა და მასწავლა მათი გამოყენება. გადასაღები იყო ე. წ. კარანტინის დაშლა. მე გადავიღე რამდენიმე კადრი საათითაც და ღილითაც, ასევე, გადავიღე 300-კაციანი აგენტურის სია. გადაღებული კადრებიც და სიაც ლომიას გადავეცი.მაგრამ კარანტინის დაშლის კადრების გადაღება ვერ მოვახერხე.
უფრო ვრცლად
http://primerinfo.ge/?p=3720