მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი ნიკოლოზ გორგიჯანიძის განცხადებით, „გაპრეზიდენტების შემთხვევაში იგი მის გუნდში მუშაობას პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ეკა ბესელიას, კობა დავითაშვილს და ზურაბ ტყემალაძეს შესთავაზებს“.
ამის შესახებ გორგიჯანიძემ დღეს “Front news”-ის პრეს–კლუბში სტუმრობისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიასაც ჩამოაყალიბებს, რომლის სახელწოდებას – „მათხოვრის ხელი“ იქნება.
„არც ერთი პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს კონკურენტად არ აღვიქვამ. ჩემი კონკურენტი მხოლოდ სატანაა. ყველა მათხოვარი და ღარიბი მე დამიჭერს მხარს და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ. თუ არ გავიმარჯვეთ ესეიგი საქართველოში ყველა მდიდარი ყოფილა! და ეს კარგია,“– განაცხადა ნიკოლოზ გორგიჯანიძემ.
მისივე თქმით, მისი საპრეზიდენტო კამოპანიის სლოგანი „მინდა ვიყო ერთი კენტი, ბავშვებისთვის პრეზიდენტი“ იქნება.
- See more at:
http://frontnews.ge/ge/news/1222#sthash.A1...6.fO0gLnAH.dpuf