დღეს მატარებლით მომიწია მგზავრობა ბელგიაში
ბოლო გაჩერებაზე ჩამოვედი
ვაგონში აღარავინ იყო
ვხედავ მაგიდაზე აიფონი დევს
ვიღაცას დარჩენია
ავიღე და მივუტანე ბაქანზე მდგომ გამცილებელს
გაიკვირვა, ასე ბევრი არ მოიქცეოდაო მესიე
მე ქართველი ვარ და ეს ბევრს ცვლის მეთქი
ერთად წავედით სადგურის ბიუროში ჩასაბარებლად
გზაში მეკითხება, ყველა ქართველები ასეთი ხართო?
ვუპასუხე, ყველა ნამდვილი ქართველი ასეაო
კარგი ხალხი ყოფილხართო
მეუბნება, თქვენი სახელი ჩავიწეროო?
რატომ?
ტელეფონის პატრონმა რომ დაგირეკოთ და მადლობა გითხრათო
არ არის საჭირო, მაგისთვის არ გავსრჯილვარ მეთქი
თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან
დავემშვიდობე
საქმე რაშია, ეს იმიტომ არ დავწერე, რომ ყველამ გაიგოს თუ რა კარგი ბიჭი ვარ
ზოგიერთმა შეიძლება სულელადაც ჩამთვალოს
მაგრამ მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენი ერის კარგად წარმოჩენა სხვა ხალხებში
და ეს პირველ რიგში ჩვენი ემიგრანტების მოვალეობაა