https://www.facebook.com/SaakashviliMikheil...599558490074536Mikheil Saakashvili · 220.317 ადამიანს მოსწონს ეს
დაახლოებით ერთი წუთის წინ
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.
ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ანდრო ბარნოვმა მათი მოსაზრება და დასაბუთებული არგუმენტები მოისმინა. შეხვედრის დეტალები ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს გააცნო, რომელმაც გაიზიარა საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზება და თხოვნა და არჩევნების დღედ 2013 წლის 27 ოქტომბერი გამოცხადდა. მისი თქმით, ეს ოფიციალურადაც მალე გაფორმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ანდრო ბარნოვმა მედიასაშუალებებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.