შეძლებ თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამაზე უფასოდ სწავლას?
გაითვალისწინე!
სახელმწიფო უნივერსიტეტებში თითოეულ იმ საბაკალავრო პროგრამაზე, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სრულად დაფინანსებულად დაანონსა:
ა) სრულად დაფინანსდება 15 სტუდენტი
ბ) ნაწილობრივ დაფინანსდება 6 სტუდენტი
განათლების მინისტრის ბრძანება საბაკალავრო პროგრამების შესახებ, რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო, ამბობს, რომ:
• სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ თითოეულ საბაკალავრო პროგრამაზე სრულად დაფინანსდება 15 სტუდენტი (მიუხედავად იმისა რამდენია გამოცხადებული მიღება)
• კიდევ დამატებით 6 სტუდენტი მიიღებს ნაწილობრივ (83%-იან) დაფინანსებას
ამდენად, ასეთ საბაკალავრო პროგრამაზე: სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას მიიღებს 21 სტუდენტი.
მაგალითად:
რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამაზე თუ არის გამოცხადებული 200 ადგილი, რეალურად სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას მიიღებს 21 ჩარიცხული სტუდენტი და არა 200-ვე.
იხილეთ განათლების მინისტრის ბრძანება N79/ნ, 24 ივლისი 2013 წელი, მუხლი 5, პუნქტი 1, ქვეპუნქტები „ა“ და „ბ“.
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...1946092&lang=ge This post has been edited by pxovela on 3 Jul 2013, 22:07