#37104078 · 4 Jul 2013, 01:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
120 კვადრატის სარდაფის რემონტი მჭირდება ბათუმში.
ჭერის მხოლოდ 40 სანტიმეტრია მიწას ამოცილებული
ნესტი არ არის სარკესავით იატაკი არ არის ,მაგრამ ძალიან ოღროჩოღოც არ არის. ბეტეკით მოსწორების იდეა მაქვს და შემდეგ დაახლოებით 15 ლარიანი ლამინატის დაგება მინდა
კედლების ჩამოფხეკას ვაპირებ და ნესტის საწინააღმდეგო სითხით დამუშავებას შემდეგ პროფილების აგებასბი და ზედ დეესპეს გადაკვრას (დეესპე მაქვს და მაგიტომ). შემდეგ კი შეღებვა მინდა გაშპაკვლის გარეშე, (დეესპეს რაღაც პროფილი აქვს და მაგიტომ)
ახლა ჭერი
ჭერში იქნება გიფსოკარდონი და რაღაც მარტივი დიზაინი.
განათებაზე ჰალოგენებს გამოვიყენებ
გადატიხვრა:
ოთახი დაიყოფა 2 ნაწილად ერთი 30 კვადრატი და სხვა დანარჩენი.
ცალკე ხარჯი იქნება სველი წერტილის მოწყობა, მაგრამ ეს ცალკე რობლემაა. ანუ საკანალიზაციო ჭა მდებარეობს სადრაფის იატაკიდან 1,60 მეტრით მაღლა. მითხრეს რომ უნდა მოეწყოს რაღაც რეზერვუარაი და შემდეგ სპეციალური მოტორებით გაწოვა
ცალკე ხარჯია ვენტიალცია სარდაფის ჭერი მიწას 40 სანტიმეტრითაა ამოცილებული. შესაბამისად არ მინდა ფანჯრებიდან ჰაერი შემოვიდეს, პირიქით, მინდა მანდედან ჰაერი გავიდეს. ჰაერის აღებას გარე პერიმეტრიდან ვაპირებ, სეიძლება ცხელი ჰაერი შემოვიდეს, მაგრამ შემდეგ კონდიციონერს დავაყენებ და ის გაფილტრავს. მოკლედ ესეც საკმაო ხარჯია.
ახლ ა რატომ გავხსენი ეს თემა:
თუ შეიძლება უხეშად დამითვალოთ, რამდენი დამიჯდება ეს რემონტი.
მე რასაც ვხვდები ისაა, რომ ჭერზე მინდა 40 ცალი გიფსოკარდონი და იატაკზე 15 ლარი გამრავლებული 120-ზე ლარის ლამინატი. შემდეგ რამდენი უნდა გიფსოკარდონის მონტაჟს, შპაკლს, შეღებვას, ლამინატის და გებას, შპალიერის გაკვარას და ა.შ. ვერაფერი ვიცი. სანამ ხელოსნებამდე მივალ, მინდა სავარაუდო ფასები ვიცოდე
|