Freestyle
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9654
წევრი No.: 131782
რეგისტრ.: 27-May 11
|
#45033496 · 30 Jun 2015, 14:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სიმღერა შუმბაზე, ანუ ახალი ბალადა ვეფხვსა და მოყმეზე
დაბადებით ტყვე იყო და გალიაში რაკი გაჩნდა, გულში ნაღველს ატარებდა, თვალებს დარდის კვალი აჩნდა.
შეჰყურებდა შავ გისოსებს, სიმტკიცით რომ ასე ღლიდა, რაღაც უცხო ხვაშიადი და ფარული სევდა ღრღნიდა.
მომვლელი რომ მოდიოდა, დედის სითამამეს გვრიდა, ხორცის ნაჭერს მოუტანდა, საკანს მორიდებით ჰგვიდა.
ტყვე იყო და პატიმარი, ღმერთს მადლს ამად არ სწირავდა, ერთი განავარდებისთვის მთელ სიცოცხლეს გაწირავდა.
როცა თავის დასახსნელად არც გზა ჩანდა, არც - საცდელი, შუმბას მხსნელად მოევლინა არნახული განსაცდელი.
დატრიალდა ტრაგედია, ვერ გაიგებს შუმბა მაგას, - რა უნდოდა გალიაში ამდენ წყალს და ამდენ ნაგავს.
მოევლინა მომვლინებლად ღმერთი ამის უფლებისა, შეიგრძნო და შეისრუტა წამი თავისუფლებისა.
ჰკრა კამარას და გაფრინდა, სივრცეს მიაპობდა მკერდით, აქამდე რომ არა სწამდა, ახლა ღმერთი აღსდგა მკვდრეთით.
მალეს, მაგრამ საიდუმლო არასოდეს დამალულა, ეფარება კაცი კედელს, გამოჩნდება თოფის ლულა.
შუმბას ავი წინათგრძნობით მკერდი უცნაურად ეწვის, თვალებს ყვითლად აელვარებს, თეთრად ულაპლაპებს ბეწვი.
ვის ხაფანგის ბედი ერგო, ვისთვის ტყვია დაუხლიათ, შედგა შუმბა, კი არ დაფრთხა, თავი ძირს არ დაუხრია.
თუმც თვალებში უდგას მეხი, ჟინი მოსდებია ბრძოლის, ჯერ ხომ მაინც ბოკვერია, არ ეთქმოდა ჯერაც ლომი.
დაებერა ნესტოები, ბრაზით უცახცახებს მხრები, კამარას კრავს მტრისკენ, მაგრამ იფანტება სისხლის შხეფი.
მოკლეს უფლისწული ლომი, მეორე დღეს მოკლეს ვეფხვი, სროლის ექო ჯუნგლებს სწვდება, ზოოპარკთან მოთქვამს ვერხვი.
დაეძებდნენ ყველგან მხეცებს, - მცხეთა იყო... წნორი იყო... ვეფხვი ყველგან ვეფხვია და ლეკვი ლომის სწორი იყო.
ჟამი ფურცლავს მატიანეს, ქალს რომ ეპყრა მეფის კვერთხი, სიყვარულის ტახტზე დასვეს და პოემა უძღვნეს ვეფხვის.
თუ უყვარდათ, ქართველები, ათმაგებით, ასმაგებით, ვეფხვს ქალივით აღმერთებდნენ და კოცნიდნენ გაშმაგებით.
არა - ძაღლი, არა - ლეკვი, არა - კატა, არა - კნუტი, ლომი ჩვენი სიმბოლოა, ვეფხვი ჩვენთვის იყო კულტი.
იყო დედის განრისხება, იყო დედის მოთმინება, - სხვისი ჭირის გაგება და სულში სხივთა მოფინება.
დაღლილია დღეს სიკეთე, ჰუმანიზმი დასნეულდა, კაცმა ღმერთი რაკი დაჰგმო და ეშმაკში განსხეულდა.
ჯუნგლის ტკივილს ვინ გაიგებს, ან ვის ესმის ვერხვის სევდა, მოყმის დედას, სამძიმრისთვის, კვლავაც ელის ვეფხვის დედა...
ვალერი კვარაცხელია
--------------------
https://shoppingfeature.com/
|