გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტს ზაირა მიქატაძეს სოციალურ ქსელ Facebook-ზე Hammad Zaman-ის სახელით მუქარის წერილი გაუგზავნეს. ამის შესახებ გაზეთმა „რეზონანსმა“ 2013 წლის 4 ივლისის ნომერში დაწერა.
როგორც ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე აღნიშნავს, Hammad Zaman-ის სახელით აღნიშნული ვიდეოს ლინკი ასეთი ტექსტით გაუგზავნეს - „ჩვენ ყველა ქართველ ჯვაროსანს გავანადგურებთ, ჯიჰადი მოდის საქართველოსთვის“ მიქატაძის თქმით, ამის შესახებ უკვე აცნობა საგამოძიებო ორგანოებს და საქმესთან დაკავშირებით ის დაკითხეს კიდეც.
შეგახსენებთ, რომ Hammad Zaman-ის სახელით Youtube-ზე 5 ივნისს აიტვრთა ვიდეო რგოლები, სადაც თითქოს „თალიბანი“ ქართველ ჯარისკაცებს განადგურებით ემუქრებოდა. ამ ვიდეოების წარმომავლობის დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს.
მიქატაძე კი მისთვის გაგზავნილ მუქარიშემცველ წერილზე კომენტარს აკეთებს:
„არ გამოვრიცხავ, რომ მუქარის ადრესატად ჩემი შერჩევის მიზანი იყო, რომ მედია საშუალებებით გარკვეული პანიკა ამეტეხა“, - ვარაუდობს ჟურნალისტი.
http://www.newposts.ge/sazogadoeba/15848-r...i-emuqreba.html