ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის საცოლე "კვირასთან" პირველ კომენტარს აკეთებს. ქრისტინე ციხელაშვილი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა 2015 წლის 25 იანვარს, ახალციხის შს სამმართველოში განხორციელდა, რასაც წინ უძღოდა აბულაძის მიერ პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობა.
"25 აინვარს, ახალციხის შს სამმართველოში წამიყვანეს. ორსული ვიყავი, ჩემზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ითხოვდნენ მხოლოდ ერთ რამეს – მეთქვა სად იყო შალვა აბულაძე, მაგრამ მე არ ვიცოდი მისი ადგილსამყოფელი. მეორე დღეს როგორც კი სამმართველოს შენობა დავტოვე, ბორჯომის საავადმყოფოში წამიყვანეს. ამჟამად თავს ნორმალურად ვგრძნობ, ფეხმძიმობა გრძელდება",
– განუცხადა "კვირას" ქრისტინე ციხელაშვილმა.
გამოცემის ცნობით, შალვა აბულაძე ქორწინებაშიც იმყოფებოდა და მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/128398-sh...1#ixzz3X7eVzoeqზოგზოგიერთნი კომენტარებში წერენ ეს გოგო მოსაკლავიაო ამ გოგომ რა დააშავა ? ან ფეხმძიმეზე ასეთ რამეს რა პონტში წერენ და ლანძღავენ მერე გიკვირთ რატომ არისო ქალზე ძალადობაო კომენტარებში გულისამრევი კომენტარებია