დღეს პოლიტიკურ სცენაზე გამოიკვეთა ორი ძლიერი მოთამაშე , ნაციონალების სახით , რომლებიც ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერას იღებს და ოცნების სახით რომელიც როგორც ივანიშვილის განცხადებით გაირკვა ევროპის სოციალ დემოკრატიულ პარტიასთან დამეგობრდა.
გაეცანით:
-------------------------------------------
ევროპის სახალხო პარტია
ევროპის სახალხო პარტია, რომელთანაც მწვავე დებატებს მართავს საქართველოს ხელისუფლება, ევროპის უმსხვილეს მემარჯვენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, რომელიც 1976 წელს შეიქმნა. 1999 წლიდან მოყოლებული სახალო პარტია ევროპარლამენტის ყველაზე გავლენიანი პარტიაა. როგორც პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მითითებული, ”დაარსებიდან პარტია მიისწრაფის დემოკრატიული, გამჭვირვალე და ეფექტური ევროპისათვის, რომელიც ახლოს არის მის მოქალაქეებთან.”
აღსანიშნავია, რომ ევროპის დამფუძნებელი მამების უმრავლესობა იმ პარტიებს წარმოადგენენ, რომლებმაც შემდგომში ევროპის სახალხო პარტია ჩამოაყალიბეს, მათ შორის არიან-რობერტ შუმანი, კონრად ადენაუერი, ალჩიდე დე გასპერი და სხვები.
პარტია დღეისათვის ისეთ პარტიებს აერთიანებს, როგორებიც არიან გერმანიის ”ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი”, საფრანგეთის ”სახალხო მოძრაობის კავშირი”, იტალიის ”თავისუფლების ხალხი”, ესპანეთის ”სახალხო პარტია” და პოლონეთის ”სამოქალაქო პლატფორმა.”
როგორც ცნობილია, გერმანიის ”ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია, რომელიც სახალხო პარტიის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა სამიტის რეგულარულ მონაწილეს წარმოადგენს. მერკელის გარდა, ევროპის სახალხო პარტიის ქვეყნებისა და მთავრობების მეთაურთა სამიტის რეგულარულ მონაწილეები არიან: ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ჟან-კლოდ იუნკერი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიო რახოი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დოლანდ ტუსკი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ა.შ.
დღეისათვის ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრიდ მარტენსია, რომელიც ბელგიის 44-ე პრემიერ-მინისტრი იყო.
http://news.ge/ge/news/story/49107-evropis...lkho-partia-epp------------------------------------
სოციალ-დემოკრატები დღეს
იმ პოლიტიკის დიდი ნაწილი რასაც სოციალ-დემოკრატები მეოცე საუკუნის დასაწყისში უჭერდნენ მხარს, მსოფლიოს ყველა ინდუსტრიულად განვითარებულ ნაწილში პრაქტიკაში იქნა განხორციელებული სოციალ-დემოკრატიული მთავრობების მიერ. ინდუსტრიული სფერო ნაციონალიზებული იქნა, ჩამოყალიბდა საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ანუ გაუმჯობესდა მუშათა უფლებები და მდგომარეობა, ხოლო სახელმწიფოს როლი უფასო ან სუბსიდირებული სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანდ გაიზარდა.
მიუხედავად ამისა 1980-იანი წლებიდან მოყოლებული სოციალ-დემოკრატია დასავლურ სამყაროში გარკვეულწილად პოზიციებს თმობს და უკან იხევს. განსაკუთრებით ინგლისურენოვან ქვეყნებში სადაც სოციალ-დემოკრატიული ფასეულობები არ არის იმდენად გამყარებული ადგილობრივი კანონმდებლობითა და კულტურით, როგორც სხვაგან. უკანასკნელ წლებში რამდენიმე ისტორიული სოციალ-დემოკრატიული პარტია და მთავრობა სოციალ-დემოკრატიის ტრადიციული ელემენტებიდან ე.წ. მესამე გზაზე გადავიდნენ და მხარს უჭერენ პრივატიზირების პროცესსა და ბაზრის რეგულირების ფორმების შემცირებას.
ბევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ მესამე გზის იდეოლოგიის მიღებამ განხეთქილება გამოიწვია უფრო ფართო სოციალ-დემოკრატიულ საზოგადოებაში. ტრადიციული სოციალ-დემოკრატები ამტკიცებენ რომ მესამე გზის იდეოლოგია მეტისმეტად ცენტრისტულია და უფრო მეტიც ასეთი ტემპებით მოძრაობა შეიძლება მემარჯვენე ცენტრისტულიც კი გახდეს. პარტიის შიგნით ოპოზიციის გარდა მესამე გზის მომხრეები პრობლემებს წააწყდნენ თავიანთ ძირითად ამომრჩევლებთანაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათმა ლიდერებმა სოციალ-დემოკრატიის ძირითად პრინციპებს უღალატეს.
მესამე გზის მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ ეს უბრალოდ წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიული იდეების თანამედროვე სამყაროს რეალიებთან აუცილებელ და პრაგმატულ ადაპტაციას: ტრადიციული სოციალ-დემოკრატიის აღმავლობის პერიოდი ომის შემდგომ ბრეტონ-ვუდსის კონსესუსის ჩამოყალიბებას დაემთხვა რომელიც 1970-იან წლებში დასრულდა. გარდა ამისა განვითარებული ქვეყნის პოლიტიკური პარტიებისთვის მკაფიო მემარცხენე პალატფორმით არჩევნებში გამარჯვება სულ უფრო ძნელი გახდა, რადგან ამომრჩეველების უდიდესი ნაწილი საშუალო კლასს შეადგენს და უფრო სხვა სახის წინასაარჩევნო პროგრამებს უჭერს მხარს.
ბრიტანეთში სწორედ ასეთმა ამომრჩეველმა ლეიბორისტული პარტია ზედიზედ ოთხჯერ 1979-დან 1997 წლამდე არ აირჩია ხელისუფლებად, ამის გამო მესამე გზის პოლიტიკოსმა ტონი ბლერმა და მისმა კოლეგებმა მიიღეს სტრატეგიული გადაწყვეტილება საჯაროდ უარყვეს მათი პარტიის ძველი აშკარად უფრო სოციალ-დემოკრატიული პრინციპები და საფუძველი ჩაუყარეს უფრო ცენტრისტული ორიენტაციის ახალ ლეიბორიზმს, რომლის მეშვეობითაც არჩევნებში გამარჯვება მოახერხეს, თუმცა ლეიბორისტულმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში 1997 წელს მოვიდა, ვერ შესძლო რეალური ცვლილებების მიღწევა და გააგრძელა ტენდენცია, რომელიც მარგარეტ ტეტჩერმა დაიწყო 1980-იან წლებში და პრივატიზირების პოლიტიკას გულისხმობდა. ხოლო განხვავება მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებში კვლავაც არ შემცირებულა.
მესამე გზის წარუმატებლობამ და მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა სოციალ-დემოკრატიის განახლება და ახალი პოლისების შემუშავება დააყენა დღის წესრიგში, რომლის ძირითადი პრინციპებისა და მიმართულებების შემუშავება ფართო განსჯის საგანი გახდა მემარცხენე და მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალებსა და ანალიტიკურ ცენტრებს შორის. ეს დისკუსია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ დღეისთვის არსებული ტენდენცია იმისაკენ მიუთითებს, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიები ცდილობენ უფრო ტრადიციულ სოციალ-დემოკრატიულ პრინციპებსა და პოზიციებს დაუბრუნდნენ.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%83%98%E1%83%90----------------------------------
როგორც შეამჩნიეთ სახალხო პარტიას თანამიმდევრული პოზიციები აქვს სოციალ დემოკრატებთან შედარებით.
და ერთიც მინდა შეგახსენოთ ლენინმაც სოციალ დემოკრატებიდან დაიწყო.
* * *
ეს პოლიტიკური განყოფილებაა?
This post has been edited by temart on 3 Jul 2013, 21:32