
ფრენსის ბრეტ ჰარტი (ბრეტ ჰარტი) (დ. 25 აგვისტო, 1836, ალბანი — გ. 5 მაისი, 1902, ლონდონი), ამერიკელი მწერალი. სახელი მოუხვეჭა "კალიფორნიულმა მოთხრობებმა" (1856-1871). ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში უმთავრესად შევიდა როგორც ნოველისტი. მისი თემატურად მრავალფეროვანი ნოველებისათვის დამახასიათებელია რომანტიკული ეფექტები, ავანტიურული თხრობა, სენტიმენტალიზმი, რეალისტური ხედვა. თუმცა იგი არ ესწრაფვის ფართო სოციალურ განზოგადებას, მაინც აშკარად ჩანს ბურჟუაზიული მორალის მიუღებლობა, ჰუმანური მორალის დამკვიდრების ცდა ("ღრიალი ბანაკის იღბალი", 1870; "როგორ მოვიდა სანტა კლაუსი სიმფსონის ბარში", 1872 და სხვ.). დიდი წარმატება ხვდა წილად მისი მოთხრობების კრებულს "არგონავტების თქმულებები" (1875). ჰარტს ეკუთვნის აგრეთვე რომანები "გაბრიელ კონროი" (1876), "კლარენსი" (1895), ნარკვევები, პაროდიები და სხვა.
====
მე პირადად ჯერ მარტო "ზღვისპირელი" და "უძღები შვილი" წავიკითხე მისი მოთხრობებიდან, მაგრამ დიდად აღფრთოვანებული რაღაც ვერ დავღჩი. თქვენ რას ფიქრობთ ამ მწერლაზე? მე "მსოფლიოს რჩეული მოთხრობებიდან" პირველად გავიგე და ამიტომ ვიყიდე

.
* * *
სოლანოელი კაცი წავიკითხე და ეს ვაფშე არ მომეწონა. ნეტა, რითი გახდა ეს კაცი ცნობილი

. აბა დანარჩენებსაც წავიკითხავ
This post has been edited by PET123 on 22 Nov 2011, 10:04