სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მოლდოვის ომბუდსმენი აურელია გრიგორიუ ერევანში სასტუმროს ვერ ტოვებს და მას სიცოხლის მოსპობით ემუქრებიან.
ამის შესახებ სააგენტო АПА-ს აურელია გრიგორიუს მეუღლემ დიმიტრი გრიგორიუმ განუცხადა.
მისი თქმით, აურელიას ემუქრებიან ინტერნეტში, მას მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიან სასტუმროში.
„მოლდოვის დელეგაცია აეროპორტში მიემგზავრებოდა და აურელიას სასტუმრო არ დაატოვებინეს. ყველა წავიდა და მარტო დარჩა. წუხელ მოგვცეს გარანტიები, რომ იგი აეროპორტში მოხვდებოდა და მის უსაფრთხოებას სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ. თუმცა იმავე ღამეს, ის გაურკვეველი მიზეზების გამო სასტუმროში დარჩა“,–განაცხადა გრიგორიუმ.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთისთვის საპროტესტო ნოტას ამზადებს.
აღსანიშნავია, რომ ერევანში მოლდოვის საელჩო არ არის და მოლდოვის სახალხო დამცველი ასევე რუმინეთის მოქალაქეა. მან რუმინეთის საელჩოს თავშესაფარი უკვე სთხოვა.
მუქარები და ზეწოლა მოლდოვის ომბუდსმენზე სომხეთის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დაიწყო. „სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%–ის ოკუპაცია განახორციელა და აზერბაიჯანელებს გენოციდი მოუწყო“,–განაცხადა სომხეთის პარლამენტში აურელია გრიგორიუმ.
აღსანიშნავია, ასევე, რომ ომბუდსმენმა პარლამენტში განაცხადა, რომ ხოჯალის გენოციდი სომხებმა განახორციელეს და ეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული ფაქტია.
http://www.epn.ge/?p=156019#
This post has been edited by ignorant on 7 Jul 2013, 00:23