http://polit.ru/news/2013/04/09/accept/http://top.rbc.ru/society/09/04/2013/853199.shtmlრუსეთის სახელმწიფო "დუმამ" პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღო შესწორება კანონმდებლობაში, რომლითაც კანონის ძალით დაისჯება "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" (

) თუ პუტინი ხელსმოაწერს - კანონად იქცევა.
ცვლილებები, რომლის მიღებაც იგეგმება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში, ახალ მუხლს 2421 - ს ითვალისწინებს და მას სისხლის სამართლის პასუხისგება დადგება შემდეგ შემთხვევებში:
1. სასულიერო პირების დამცირება
2. რელიგიური რწმენის და მორწმუნეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.
ხოლო სასჯელად 300 000 რუბლი (9300 დოლარი) და 200 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოები იგეგმება.
ხოლო მაქსიმალური სასჯელი 3 წლით ციხე.
რელიგიური საგნების და იმ ადგილების შეურაცხყოფა სადაც სასულიერო პირები მოღვაწეობენ, 100 000 - 500 000 რუბლამდე ჯარიმით, 400 საათამდე შრომა-გამასწორებელი ან 5 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
ცვლილებები იგეგმება ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში, კერძოდ სინდისის თავისუფლების ან აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევისთვის 10 000 - 30 000 რუბლის ჯარიმა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის 50 000 - 100 000 რუბლამდე.
სასულიერო თუ რელიგიური ლიტერატურის, ემბლემებისა თუ ნიშნების და სიმბოლიკის სახალხო შეურაცხყოფა კი 30 000 რუბლიდან - 50 000 რუბლამდე ჯარიმა.
რუსეთის უფლებადამცველები კანონპროექტს აკრიტიკებენ, რადგან "მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები" განუსაზღვრელი ტერმინია და მასში შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რაიმე მოექცეს.
მიუხედავად იმისა რომ კანონპროექტი კიდევ უნდა დაამტკიცონ, მის მხარდასაჭერად გამოვიდა მართლმადიდებლების წარმომადგენელი, ებრაელების და მუსულმანების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ყველა რელიგიას არ ეხება, არამედ ასევე განუსაზღვრელ "ისეთ რელიგიებს, რომლებსაც რუსეთის ისტორიაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი"
ეს კანონი წინა წლის სექტემბერში შემოიტანეს, მაშინ როცა Pussy riot - მა, თავისი ცნობილი აქციები მოაწყო