ვაშააა
ეშველება ქუთაისს
ან, საბოლოოდ დაენძრევა
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება
17:23 06-07-2013
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მისი მოადგილე შოთა მურღულია ცენტრალური ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზისა და ქუთაისი-სამტრედიის გზის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ნახშირღელე-გეგუთის 17-კილომეტრიან და გეგუთი-სამტრედიის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე. მშენებარე ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთზე, ასევე, დაგეგმილია 4 გზაგამტარისა და 4 ხიდის, მათ შორის, ერთი 800-მეტრიანი ხიდის მშენებლობა. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ზესტაფონი-სამტრედიის გზის მონაკვეთზეც, რომლის დასრულებაც 2013 წლის დეკემბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ხოლო მეორე - ქუთაისი-სამტრედიის გზის მშენებლობა 2014 წელს დასრულდება. ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტის ჯამური ღირებულება 360 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც მიმდინარე წელს 93 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.
სამუშაოებს კომპანია "ტოდინი ტაკენაკა" კომპანიებთან - "აკორდთან" და "ბორანი მაინინგთან" ერთად ახორციელებს. როგორც კონტრაქტორი კომპანიები აცხადებენ, მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და ამ მხრივ შეფერხება არ აქვთ. ამ დროისთვის დაგეგმილი სამუშაოების 60%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია. პერსონალი 24-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, რათა პროექტი დაგეგმილ ვადებში დასრულდეს.
http://www.interpressnews.ge/ge/ekonomikis...dasruldeba.html
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...