25 წელია ე.წ. ,,დამოუკიდებელ,, საქართველოს ვაშენებთ და ხელში რა გვიჭირამს, გურჯაანში მიხო პაპა გაგიმარტავთ. 25 წელია მიზანმიმართულად, გეგმიურად, ნაბიჯნაბიჯ და დიდის გულმოდგინებით ყველა ერთად ვანგრევთ და ეშაფოტისკენ მივათრევთ საქართველოს. ჯალათის ვაკანტური ადგილი ხომ მუდამ დაკავებულია და მსურველების რიგიც უსასრულოა.
გრუზინული მენტალობიდან გამომდინარე ყოველთვის წინ ვაყენებდით ბარიგებს, ქურდებს, ნარკომანებს, ცეხავიკებს, ბიუჯეტის გამფლანგველებს, ქართული მიწების გამყიდვლებს. არავის არასდროს ხმა არ ამოგვიღია, როდესაც კონიაკითა და მამაპაპური სირის დაუღალავი ქნევით რუსეთისგან გამოგლეჯილი ფაბრიკა-ქარხნები ჯართად გავზიდეთ ქვეყნიდან. ხმას არ ვიღებდით როდესაც მხედრიონ-გვარდია-საძმოები სელჩუკების თავგამოდებით ქართულ ჯიშსა და ჯილაგს ჟლეტდნენ. შევარდნაძეს დავუჩოქეთ, სააკაშვილი გავაფეტიშეთ, ივანიშვილი მესიად მოვნათლეთ, რუსეთის მონობა ვიუკადრისეთ და ამერიკის შავი სირის მხარზე გადება ვიამაყეთ. ქართული ტრადიციები, მენტალობა და ღირებულება უარვყავით, რაღაც გაურკვეველი ჯიშჯილაგის ღირებულებების სანაცვლოდ, რომელსაც უკვე დიდი ხანია თვითონაც აქციეს ზურგი. მეგობრობა, ნათესაობა და ნათელმირონობა ანგარებად ვაქციეთ. გვერდში დგომა, ერთგულება და მხარის გამართვა გრეხად იქცა. გოიმობა გახდა პატრიოტიზმი და სახელმწიფოებრივი აზროვნება. გვინდა რომ ქვეყანა ერთიანი და მთლიანი იყოს, მაგრამ ჯარში წასვლა არ გვინდათ, ლარი არგინდათ, შრომა არ გინდათ, საქართველოში ცხოვრება არ გინდათ. ერთიორმა კაცმა ხმა ამოიღო უმსგავსოებაზე და ყველა მივარდით ჩასაქოლად. ყველას დავცინით და სამახაროები აქეთ ვართ. ,,ანგარება და ფარისევლობა,, გახდა სახელმწიფო ლოზუნგი.
ფეხი მაქვს მოტეხილი და ფორუმს ასტიურად ვსტუმრობ. ასეთი დაპირისპირება, მიშიზმ-ბიძინიზმი, ერთმანეთის გინება-ლანძღვა, ბოღმა და შური არ მახსოვს. ნატრობთ, რომ 21 მარტს სისხლი დაიღვაროს, რომ მთავრობა დაემხოს, ვაკანსიები გაჩნდეს და უარესი გულმოდგინებით ეხლა თქვენ დაიწყოთ ქვეყნის ძიძგვნა? ბიჭოოოო თქვენ ვისი სისხლის დაღვრას ნატრულობთ, ქართველების?
კიდევ მეტად გაუნათლებელი ჯალათები გინდათ, რომ გამოჩნდეს?
კიდევ ომსა და ქაოს ნატრულობთ, რომ სვავებივით დაესიოდ ლეშად დაგდებულ ქვეყანას?
ქვეყანა წკიპზე დგას, რომ სამოქალაქო ომი არ დაიწყოს და კიდევ ნავთს ასხამთ ცეცხლზე?
არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, ამ ქვეყნის შვილი ხომ ხარ, აქ დაიბადე და გაიზარდე, აქ არის შენი წინაპრების სფლავები, აქ უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა. ერთი გამეცით პასუხი რისთვის გინდათ გაპარტახებული ქვეყანა. ან რად გინდა ქონება თუ ამ ქვეყანაში აღარ დაგედგომება და მთელ შენ მონაგარს საწყევლად გაგიხდიან.
იქით უკვე ბიზნესმენები იქაჩებიან, არადა მართლები არიან, წართმეულის დაბრუნება უნდათ, აქეთ უბრალო ადამიანი სამართალს ითხოვს. და ამ ფონზე ყველა გამორჩენაზეა და დივიდენდებს აგროვებს.
ფრთხილი და მოზომილები ვიყოთ, ეშაფოტზე უკვე გველოდებიან!!!!
მიმაგრებული სურათი
სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ - ნოდარ დუმბაძე
მდაბიო გადიდკაცებულ ქართველებს, სასწაულად დაუოკებელი ლტოლვა აქვთ პეროს გარჭობისკენ:yes: