სრული სახელი: Jerzy Janowicz / იერჟი იანოვიჩი
ქვეყანა: პოლონეთი
დაბადების ადგილი: ლოძი
საცხოვრებელი ადგილი: ლოძი, პოლონეთი
დაბადების თარიღი: 1990 წლის 13 ნოემბერი
სიმაღლე: 2,03მ
წონა: 91 კგ
პროფესიონალი: 2007 წლიდან
ოფიციალური საიტი: http://www.jerzy-janowicz.com/კარიერის მანძილზე მოგებული თანხა: $1,149,223 ამერიკული დოლარი
კარიერა ერთეულებში:მოგება/წაგება - 35–27
ტიტულები: 0
ყველაზე მაღალი ადგილი რეიტინგში: N17 (2013 წლის 8 ივლისი)
მიმდინარე პოზიცია რეიტინგში: N17 (2013 წლის 8 ივლისი)
მცირე ბიოგრაფიაიერჟი იანოვიჩი დაიბადა, 1990 წლის 13 ნოემბერს, პოლონეთის ქალაქ ლოძში . იერჟი პრო ტურში "სერიოზულად" 2012 წლის პარიზის მასტერსის შემდეგ გამოჩნდა, ამ ტურნირზე გამოსვლისას პოლონელმა Top 20-ს ხუთი ჩოგბურთელი დაამარცხა , მათ შორის US Open-ისა და შემდგომში Wimbledon-ის გამარჯვებული, მსოფლიოს მეორე ჩოგანი ანდი მარი და მსოფლიოს მეცხრე ჩოგანი იანკო ტიპსარევიჩი . ამ გამარჯვებებმა ის გახადა მეორე ჩოგბურთელი 2007 წლის შემდეგ, რომელმაც ქვალიფიკაციიდან ფინალამდე მიაღწია, ხოლო 2003 წლის შემდეგ პირველი ჩოგბურთელი პარიზის მასტერსზე , რომელიც განთესვის გარეშე მოხვდა ფინალში . ფინალში ის დავიდ ფერერმა დაამარცხა , ამ შედეგმა ის პოლონეთის პირველ ჩოგნად აქცია, ხოლო მსოფლიოს საუკეთესო 30 ჩოგანში შეაღწია . იერჟის მწვრთნელი ყოფილი ჩოგბურთელი კიმ ტილიკანენია .
2012 წელი იერჟიმ 2011 წელი 221-ე ნომრად დაამთავრა. 2012 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში ვერ მოახერხა, ფინანსური პრობლემების გამო . თებერვალში მან ვოლფსბურგის ჩელენჯერზე მეორე პოზიცია დაიკავა, შემდგომში მან ზედიზედ სამი ტურნირი მოიგო . 2012 წლის როლან გაროსზე მან მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს მიაღწია, თუმცა ძირითად ბადეში შესვლა ვერ მოახერხა . უიმბლდონის ტურნირზე მან შეძლო ქვალიფიკაციის გავლა და პირველად შეძლო დიდი სლემის ძირითად ბადეში თამაში, სადაც პირველ წრეში სიმონე ბოლელი დაამარცხა, შემდეგ ერნესტ გულბისს სძლია, თუმცა მესამე წრეში 31-ე ნომრად განთესილმა ფლორიან მაიერმა დაამარცხა . US Open-ზე ის პირველი წრიდან ჩაერთო, თუმცა ახალგაზრდა ამერიკელთან , დენის ნოვიკოვთან, დამარცხდა .
2012 წლის ნოემბერში პოლონელმა წარმატებით გაიარა პარიზის მასტერსის საკვალიფიკაციო ბადე და ძირითად ბადეში შეაღწია. პირველ წრეში მან მსოფლიოს 19-ე ჩოგანი , გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი, დაამარცხა . მომდევნო წრეში უკვე 14-ე, ხორვატიელი მარინ ჩილიჩის, ჯერი დადგა, ხოლო შემდეგ წრეში მან ბრიტანელ ენდი მარის სამსეტიან ბრძოლაში მოუგო . იერჟიმ გამარჯვების შემდეგ ესეთი კომენტარი გააკეთა : " ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დაუჯერებელი რამ მოხდა . " . მეოთხედფინალში მან იანკო ტიპსარევიჩი გამოთიშა ასპარეზობიდან, ხოლო ნახევარფინალში მან ტურნირის მასპინძელ ჟილ სიმონს აჯობა და მასტერსის ფინალში მოახერხა გასვლა .
ფინალში , დავიდ ფერერთან, დამარცხების შემდეგ იანოვიჩმა განაცხადა : " მართალია ფინალი წავაგე, მაგრამ უდიდესი თავდაჯერებულობა შევიძინე, ვისწავლე , რომ თუ შენ მოინდომებ და თუ გინდა , რომ რაღაცას მიაღწიო შენ დიდი შანსი გაქვს , რომ ეს მოახერხო . "
2013 წელი იანოვიჩმა წელი ოკლენდში დაიწყო, სადაც ტურნირზე მეხუთე ნომრად იყო განთესილი, თუმცა ახალი ზელანდია პირველ დღესვე დატოვა, ის ბრაიან ბეიკერმა დაამარცხა .
ამის შემდეგ ის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოვიდა, სადაც 24-ე ნომრად იყო განთესილი, მისი კარიერის განმავლობაში პირველად იყო განთესილი დიდ სლემზე. პირველ წრეში სიმონე ბოლელი დაამარცხა სამ სეტში, შემდეგ ინდოელი სომდერ დევვარმანი, რომელთანაც 0-2 -ს აგებდა , თუმცა შეძლო მატჩის შემობრუნება . მესამე წრეში მსოფლიოს მეათე ჩოგანმა ნიკოლას ალმაგრომ უშანსოდ დაამარცხა იერჟი .
ინდიანს უელსზე პოლონელი მესამე წრეში გავიდა, ხოლო მაიამიში მეორე წრიდან გამოეთიშა ტურნირს , მონტე კარლოს მასტერსზეც იგივე ხდება , ამჯერად ის კევინ ანდერსონმა დაამარცხა . მადრიდში პირველ წრეში სემ კიურეი დაამარცხა, ხოლო მეორე ეტაპზე ტომაშ ბერდიხმა დაამწუხრა პოლონელი გულშემატკივარი . რომის მასტერსზე იერჟი უკვე მეოთხედფინალში გადის , ამარცხებს ორ ფრანგს - ჟო - ვილფრედ ცონგასა და რიშარ გასკეს, თუმცა შემდგომში მარცხდება მსოფლიო ლეგენდა - როჯერ ფედერერთან . როლან გაროსზე მესამე რაუნდში დამარცხდა სტანისლას ვარვინკასთან .
იერჟისათვის ყველაზე წარმატებული გამოდგა უიმბლდონის ტურნირი, სადაც მან ნახევარფინალამდეც მიიაღწია, სადაც ენდი მარისთან დამარცხა, ბრიტანელმა შემდგომში ტურნირიც მოიგო .
This post has been edited by Duff on 8 Jul 2013, 23:52