შეისავალში შეიძლებოდა დაგვეწერა,რომ სოციალისტური იდეები მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ძალიან პოპულარული იყო.
მაშინ ხალხი უფრო სოლიდარული იყო და უფრო აქტიურად იბრძოდა თავისი უფლებებისთვის.
ტყეში გავარდნილებს ჩანთაში მარქსის კაპიტალი ედოთ და გურიის სკოლაში მარქსიზმი სავალდებულოს საგანი იყო,მაგრამ წარსულს თავი დავანებოთ და დღევანდელზე ვთქვათ
დიდი ხანია საუბრობენ ,რომ საქართველოში სოციალისტი, კომუნისტი, პროლეტარი... სალანძღავ სიტყვად გამოიყენება.
არ ვგულისხმობ ტაბულას სასტავს და ბენდუქიძის ფან ხალხს.
ხალხის დიდი ნაწილიც ასე ფიქრობს.
მოაზროვნე ტიპები ამბობენ,რომ ამის მიზეზი განათლების ნაკლებობა და საბჭოთა კომპლექსებია ( ეს მეორე უფრო სააზროვნო ,ბლოგერულ, პუბლიცისტური თემაა

)
სანამ ყველაფერს ისევ საბჭოთა კავშირს დავაბრალებთ ან ხალხის სიბნელით ავხსნით, მე მგონი აჯობებს, დღევანდელობაში ვეძებოთ მიზეზები.
დამოუკიდებელობის მოპოვების შემდეგ საქრათველოში ვერ ჩამოყალიბდა ერთი სერიოზული მემარცხენე პარტიაც კი.
თუ არ ჩავთვლით ლეიბორისტებს ( არ ჩავთვლით :დ),რომელსაც ერთ დროს დიდი რეიტინგი ჰქონდა,მაგრამ მეეჭვება ეს რეიტინგი იდეოლოგიის დამსახურება ყოფილიყო.
არ ვიცი რა უნდა ვთქვა სოციალ დემოკრატებზე
ხალხი,რომელიც მეცენატმა ბატონმა ბიძინამ აღმოგვაჩენინა( ფართო საზოგადოებას )
და მერე აღმოჩნდა,რომ ერთერთ ლიდერად კობა ნარჩემაშვილი ჰყავთ.
ნარჩემაშვილის შსს- მინისტრობისდროინდელ ამბებს ,რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ მთელმა იმერეთმა იცის,რომ ტიპი დედა*** მონათმფლობელია.
ჟორჟოლიანის პარლამენტში მოღვაწეობაზეც არაფერია სათქმელი. მარტო შეიძლება გაგეცინოს
ცალკე თემაა მემარცხენე აარაპარტიული ხალხი.
კაკაბაძის დღევანდელი წიკვინი გამახსენდა. ასეთი ტიპების შემხედვარე გაჭივრებული ალბათ ფიქრობს,რომ ქართველი სოციალისტები , მემარცხენეები ან მატყუარები არიან ან არასერიოზული ცირკი ხალხი.
არადა მე ვფიქრობ,რომ საქართველოში აუცილებელია მემარცხენე ძლიერი პარტია.
მე, ჩვენ რა იდეოლოგიას ვიზიარებთ ეგ სხვა თემაა,მაგრამ საჭიროა ასეთი პარტია არსებობდეს.