KR@ZANAყველა ფიტი ვარიატორია მე 1.5 მყავს უკვე 9 თვეა და ზეთის მეტი არაფერი შემიცვლია ყოველ 20–30 000 ზე უნდა ცვალო კარობკის ზეთი რომელიც ჯდება 120 ლარი და ეგაა არამგონია რაღაც სასწაულად ძვირი დაგიჯდეს კარობკის მოვლა თუ თვეში 10 000 კილომეტრს არ დადიხარ.
ქალაქში იდეალური მანქანაა წვავს დაახლოებით 7 ლიტრს 1.5 იანები ვიტეკია და აბგონებზე არ გაგიჭირდება და 120 ამდე არ შეგარცხვენს აჩქარებით. 1.3 უფრო ეკონომიურად ითვლება თუმცა განსხვავება სადღაც 1 ლიტრაა წვაში სამაგიეროდ ტიპტრონიკი არაა, 8 სვეჩი აქვს ( 1.5 ს 4 აქვს) და შედარებით ნელია.
მეც მაგ მანქანებიდან ვირჩევდი და სივიკის ვარიატორზე ბევრმა დაწერა პრობლემატურიაო და ფიტზე რატომღაც არ გამიგონია ვინმეს კარობკის პრობლემა ჰქონდეს ჩემ გარშემო არადა უცნაურია წლოვანება ერთია ორივე ჰონდაა და რატო უნდა განსხვავდებოდეს ვერ ვხვდები.
არ მოუსმინო ლაპარაკებს ვარიატორი სუსტია , აქ ხელოსნები არ არიან თუ გაფუჭდა ვერ გააკეთებ და ასე შემდეგ თუ გახსოვს რამოდენიმე წლის წინ იგივეს იძახდნენ ავტომატიკებზეც უბრალოდ ახალი ხილია და ჯერ ვერ დაუმუღამეს აქ არადა ძალიან მაგარი გადაცემათა კოლოფია , ყველაფრით მირჩევნია ჩვეულებრივ ავტომატს.
აი აქაა კარგად ახსნილი რა არის ვარიატორი :
http://news.drive.ge/index.php?m=253&newsid=128და ეს ვიდეოც დაგაინტერესებს :