#37284674 · 18 Jul 2013, 01:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე, როგორც მართლმადიდებელი მასონი, მოგაწვდით მასონებზე და ტამპლიერებზე გასაიდუმლებულ ფაქტებს, რომელიც ნათელმხილველმა დედაო ეფროსინემ ლობიოს მარცვლებით მარჩიელობისას აღმოაჩინა: ერთი ძველეგვიპტელი მასონი, რომელიც თურმე ეგვიპტური სამარხიდან აღმსდგარა ისე, გალაკტიონი რომ ამბობს: "სარკოფაგიდან დგება მუმია..." აი ეს აღმსდგარი მასონი ზუნგბერგ ლიბერმანი- ტუტანჰამონისა, ჩასულა მალტის ორდენის გავლით მიუნხენის მასონთა ლოჟაში და ძღვნად სარკოფაგში მისთვის ჩატანებული ძვირფასეულობა და მაგიური თილისმები ჩაუტანია. მას ჰქონია დაშიფრული და დაგრაგნილი პაპირუსები, სადაც ნათქვამი ყოფილა, რომ ამენხეტეპ მესამის წინასწარმეტყველების მიხედვით თურმე ქართველი მეუფე და ღირსი მამაო ოხროხინე გადაარჩენს სამყაროს და ქართველი ეგზარხოსების წვენში მოზელილი ლობიო უნდა მოეყაროს დედამიწას, რათა გივი ალაზნისპირულის ჰანგები გაჟღერდეს და ყველა წყლული დაუამდეს ყველას. ნაძირალა მასონთა ლოჟაში ამ ინფორმაციას საშინელი უკმაყოფილება გამოუწვევია (რას იზამ ღვთივკურთხეულ საქართველოს მტრები არ დაელევა) და ეს სარკოფაგიდან ამომძვრალი მასონი კანალიზაციაში ჩაუძვრენიათ და ჩაურეცხიათ. თურმე ამიტომაა კანალიზაციებიდან ასეთი სიმყრალე რომ ამოდის. მისი პაპირუსებიდან კი პაპიროსები გაუკეთებიათ და "შეუკეთებიათ." ასე ებრძვიან საქართველოს სულიერ მისსსსიას. სხვა მრავალი რამეც გაშიფრა ჩვენმა წინასწარმეტყველმა ლობიოს მარცვლებით, ეს ჯერ საიდუმლოა, მაგრამ თუ თქვენი ინტერესი იქნება, გამონაკლისის სახით მაინც მოგაწვდით იდუმალ ინფორმაციებს. ფრთხილად, ყველგან მასონები დაძრწიან!!!!!!!!!!
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|