მოკლედ აქ არ გავხსნიდი თქვენი იმედი რომ არ მქონდეს მეგობრებო(ნუ ნაწილობრივ მაინც)
ჩემ ოჯახის წევრს (მეუღლის დის შვილს) აქვს ცერემბრალური დამბლა ბავშვი წლის და 2 თვისაა(მაგარი კაცია

) და მოგეხსენებათ როგორ რთულ დაავადებასთან გვაქვს საქმე, დაუნიშნეს ბავშვთა რეაბილიტაციის კერძო ცენტრში კურსები, გავატარეთ და ექიმებმა კარგად მოგვყვებაო ანუ დიდი შანსია მანკიერებების აღმოფხვრის მაგრამ კიდე მინიმუმ 2 კურსი დაუნიშნეს, გვყავდა პროფესორთან იმან მისახმარებლად ძვირადღირებული წამლები დაუნიშნა და ნუ მიმიხვდებით ყველაფერი უფლის ნებასთან ერთად ფინანსებზეა დამოკიდებული, ოჯახური სიტუაცია ფინანსური კუთხით გასაკვირი არ იქნება დღევანდეს ყოფაში და მომჭირნედ არიან, მართლა ზალიან უჭირთ ის წინა კურსიც შევაგროვეთ ნათესავებმა, ეხლა სამინისტროში დავწერეთ დაფინანსებაზე ეს 2 კურსი ნუ 50/50ზეა პასუხი
ერთი სიტყვით ოჯახური სიტუაცია ესეთი აქვთ, არიან ლტოლვილები ცხინვალის რაიონიდან, შეეძლოთ ოჯახური პირობებიდან გამომდინარე სოციალურად დაუცველის სტატუსიც გაეკეთებინათ მაგრამ მერე ლტოლვილობა უუქმდებოდათ და არ დაუწერიათ, ეხლა ვფიქრობ სოც.დაუცველის სტატუსი რო გააკეთონ და გადავიდნენ იქნებ დაუფინანსონ ბავშვს მკურნალობა, აქ არ არის ამ 2 კურსზე ლაპარაკი სამომავლოდ ათასი რამე დაჭირდება (ექიმები/წამლები/კურსები) ეს ზემოთჩამოთვლილი 2 კურსი ზღვაში წვეთიც არ არის, თვითონ მშობლები ვერ აცნობიერებენ რა დონის სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე და ჩვენც გულს არ ვუხეთქავთ,მინდა მე ვირბინო და იქნებ გავაკეთებინო სწორი მიმართულებით ნაბიჯები იქნებ დამაკვალიანოთ და რჩევები მომცეთ რა სად როგორ ჯობია
დიდი... დიდი... ბოდიშით და მაპატიეთ