კარგად წაიკითხეთ განსაკუთრებით ბოლო კითხვა და მითხარით როდემდე უნდა იძახოთ ამერიკა ამერიკა????
არადა ერთი ნათელია რომ მაგარი ახატიხართ ობამას.თქვენ რა გეშველებათ???????(ქართVელებს) დაგვრჩა ქართლი თავის ველებით და აგერ რუსეთი მოიწევს და მგონი აჯობებს შევიდეთ ევრაზიულ კავშირში და ჰაააააააააა?????? რას იტტვით თქვენ??????????????
ნაკადული!
http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...s-dros-iyo.htmlრუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ამერიკის როლზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, "ინტერპრესნიუსი" ფონდ "ახალი ამერიკის" წევრს, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სკოლის პროფესორს, The Wall Street Journal-ისა და The New York Times-ის ყოფილ კორესპონდენტს საბჭოთა კავშირში, სტივ ლევინს ესაუბრა.
- უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ ენერგეტიკული გეოპოლიტიკაზე საუბრით, ვინაიდან, როგორც ცნობილია, თქვენ ამ თემაზე წერთ და მუშაობთ. როგორია საქართველოს როლი ენერგეტიკულ გეოპოლიტიკაში?
- 1990-იანი წლების მოვლენების მიმდინარეობისას, პოსტსაბჭოთა სიტუაციასთან შეგუების პროცესში, საქართველო იბრძოდა, ყოფილიყო ნამდვილი, სუვერენული სახელმწიფო. მე ვაშუქებდი ომს აფხაზეთში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთში, ვითარებას აჭარაში და მახსოვს, რომ ამ მოვლენების პარალელურად, შევარდნაძის ადმინისტრაციაში გადაწყვიტეს, საქართველო ბაქოში, ნავთობის მილსადენის მშენებლობაში ჩაერთოთ. ეს კი რას ნიშნავს? – როგორც მესმის, ეს იმას ნიშნავს, როგორ შეუძლია ენერგეტიკულ ღონისძიებას, ფოლადის ნაწილს, რაც არის ნავთობის მილსადენი, ორგანული როლი ითამაშოს მსოფლიო გეოპოლიტიკაში. ეს ის საკითხია, რომელსაც თქვენს ქვეყანაში მუშაობისას ვეზიარე. რაც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ორი ათეული წლის განმავლობაში გადაიტანა, ძალიან ტურბულენტური პერიოდი იყო, რომელიც გამსახურდიას მმართველობით დაიწყო და შევარდნაძით, სააკაშვილითა და ახლა ბიძინა ივანიშვილით გრძელდება. ეს დემოკრატიულობისკენ მიმავალი ქვეყნის ნიშანია. ჩემი აზრით, ცენტრალურ აზიაში ყირგიზეთი და კავკასიაში საქართველო ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოები არიან. ის, რომ ლიდერებმა – გამსახურდიამ, შევარდნაძემ და სააკაშვილმა ერთმანეთის მიყოლებით დაკარგეს თავიანთი პოზიციები, ექსტრა-დემოკრატიულობაზე მიუთითებს.
- თუმცა, დღეს საქართველო საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე დგას - ეს არის კოჰაბიტაცია.
- თუ კოჰაბიტაცია სწორი გზით წავა, საქართველო უფრო წარმატებული იქნება. ჩემთვის ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ არჩევნები მშვიდობიანი გზით ჩატარდა და მშვიდობიანად მოხდა ხელისუფლების გადაბარება. ახლა კი, ისინი კოჰაბიტაციაში არიან. თქვენ გყავთ ორი ძალიან ძლიერი პოლიტიკური ლიდერი, ასევე მათი საკმაოდ ძლიერი მხარდამჭერები და ეს ყველაფერი სავსებით ნორმალურია. ვფიქრობ, საქართველომ უბრალოდ უნდა გააგრძელოს ფიქრი, გააგრძელოს დიდი მიზნებისა და მისწრაფებების დასახვა და ეს იქნება გასაღები დიდი წარმატებისკენ.
- საქართველოს კიდევ ერთი და შეიძლება ითქვას, მთავარი გამოწვევა რუსეთთან ურთიერთობაა. შესაძლებელია, რომ წარმატებული კოჰაბიტაცია დაეხმაროს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მიმართულებით ან გაუძლიეროს პოზიცია ამ პროცესში?
- რუსეთთან საკმაოდ რთული სიტუაციაა. პუტინს ხანგრძლივი მეხსიერება აქვს. იგი მოულოდნელად გახდა ამერიკელი ედვარდ სნოუდენის მეგობარი. სნოუდენის მიღება ბევრს არ უნდოდა, ამიტომ აღსანიშნავია, რომ მან რუსეთში წასვლა გადაწყვიტა. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს მემკვიდრეობით რთული სიტუაცია ერგო. რუსეთთან ურთიერთობა არც ისე ადვილია. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში, ეს თავიდანვე ასე იყო. როგორც ვიცი, "ბორჯომი" უკვე დაბრუნდა რუსეთის ბაზარზე, რაც ნამდვილად კარგი ნიშანია. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება რთული იქნება, მაგრამ - შესაძლებელი. ვიღაცამ უნდა გამონახოს საერთო ენა პუტინთან, თუნდაც მისი თანამოსაუბრეების ან მისი ქვეშევრდომების მეშვეობით. მაგრამ მე ვერ ვხედავ ურთიერთობებს. ვფიქრობ საუკეთესო, რაც საქართველომ არ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ პუტინს თვალებში თითი არ ატაკოს. სააკაშვილი მუდმივად იმის დემონსტრირებას ახდენდა, რას წარმოადგენდა და ამას რუსეთის წინაშე აკეთებდა. მაგრამ ეს არ გამოდგება რუსებთან. მეორე მხრივ, რუსეთის წინაშე თავის დახრაც არ გამოდგება. ჩემს ბოლო წიგნზე მუშაობისას, რომელიც რუსეთსა და პუტინზეა, მოსკოვში ვიყავი და აღმოვაჩინე, რომ რუსეთს-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინას შორის არაორდინალური ურთიერთობაა და ეს არ არის რაციონალური. ყოფილ საბჭოთა კავშირში გამგზავრებამდე, შემთხვევით პაკისტანში აღმოვჩნდი, სადაც რუსულის სწავლა დავიწყე. ეს 1991 წელს ხდებოდა, საბჭოთა კავშირის დაშლამდე და იქამდე, ვიდრე ვინმეს ეცოდინებოდა, რომ ეს მოხდებოდა. ჩემი რუსულის მასწვლებელი მოსკოვიდან იყო, რომელსაც საქართველოზე ცუდი წარმოდგენა ჰქონდა - ქართველები პარაზიტები არიან, მათ მხოლოდ დალევა და თეატრში სიარული უნდათ. ასეთივე დამოკიდებულება აქვს რუსეთს უკრაინის მიმართ. რუსეთი საქართველოსა და უკრაინას რეალურ სახელმწიფოებად არ მიიჩნევს და სხვათა შორის, ორივე ამ სახელმწიფოს ირაციონალური დამოკიდებულება აქვს რუსეთთან. ეს არის კონსპირაციული, პარანოიდული, ბნელი აზროვნება რუსეთის შესახებ. ასე რომ, ვფიქრობ, ამ ყველაფერს გავლენა აქვს იმაზე, რაც ხდება. ჩემი პასუხი იქნება - თქვენ აჩქარებთ რუსეთთან ურთიერთობას მაშინ, როცა ურთიერთობა არ არსებობს.
- რას იტყვით ამერიკის როლზე? როგორ შეუძლია ამერიკას, დაეხმაროს საქართველოს ამ მიმართულებით ან თუნდაც იმაში, რომ საქართველო გახდეს უფრო დემოკრატიული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია?
- რაც შეეხება ამერიკის როლს, მე ვიცი, რომ ობამა ისე მყარად არ უჭერს საქართველოს მხარს, როგორც ეს ბუში-უმცროსის დროს იყო. ვფიქრობ, ეს რეალობაა. 1990-იანი წლები აღარ არის, როცა რუსეთი სუსტი იყო, პუტინი კი ელცინი არ არის და აბსურდია, რომ ობამასაც იგივე მიდგომა ჰქონდეს. პუტინი აშშ-ის სხვანაირად განიხილავს და მისი მთავარი გზავნილი ამერიკისადმი, ჩემი სიტყვებით რომ ვთქვა, არის – "მომწყდი თავიდან". თუმცა, ვფიქრობ, აშშ-ს შეუძლია და უნდა დაიცვას კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფო, მათი სუვერენიტეტი, მისდიოს მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის მათ სურვილს, გახდნენ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები და ეს დამოუკიდებლად უნდა გაკეთდეს. მაგრამ აშშ-ი არ ჩაერთო 2008 წლის ომში, აშშ-ი ვერ ჩაერთვება და არც უნდა ჩაერთოს ომში რომელიმე ამ სახელმწიფოს გამო. ვფიქრობ, ეს რეალობაა და საქართველომაც და სხვა სახელმწიფოებმაც ეს რეალობა უნდა გაანალიზონ. როგორ დაეხმარება ამერიკა დემოკრატიულობაში?! ეს ქართველების საქმეა - უნდათ თუ არა, იყვნენ დემოკრატიულები და არ ვფიქრობ, რომ ამერიკას ამ პროცესში საერთოდ რაიმე როლი აქვს ან უნდა ჰქონდეს. თქვენ საკუთარი პოლიტიკური იდეალები გაქვთ, რომელიც უნდა შეინარჩუნოთ და რომლებსაც უნდა გაუფრთხილდეთ. ერთის მხრივ, ეს სისულელეა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის.
This post has been edited by sandro82 on 11 Jul 2013, 00:05