#37200591 · 11 Jul 2013, 14:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბედუკაძე დღეს ბევრისთვის გმირია, ბევრისთვის დამნაშავე. ბევრი ფიქორბს, რომ თავისი დანაშაული შემდეგ ჩადენილი საქციელით გამოისყიდა. როგორც გაირკვა ასე ფიქორბს მთავარი პროკურორიც. ადრეც დავწერე და დღესაც გავიმეორებ: ეს ორი რამე არ შეიძლება ერთმანეთის საპირწონე იყოს. ყველას გახსოვთ ვიქტორ ჰიუგოს რომანი "ოთხმოცდაცამეტი წელი". იქ არის აღწერილი ასეთი ეპიზოდი: სამხედრო გემზე ერთ-ერთი მეზღვაურის დაუდევრობით, უბედურება დატრიალდება, დაბმული ზარბაზანი მოწყდება, რამდენიმე ადამიანს მოკლავს და გემსაც დალეწვით ემუქრება. ბოლოს თავად დამნაშავე გამოიჩენს უმაგალითო გმირობას და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ზარბაზანს შეაჩერებს. შედეგად გენერალი ამ ადამიანს ჯერ მამაცობისთვის წმინდა ლუდოვიკოს ჯვრით დააჯილდოებს, შემდეგ კი დაუდევრობისთვის დახვრეტს. მე, ბუნებრივია, არავის დახვრეტას არ ვითხოვ. ეს მაგალითი მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ მოვიყვანე, რომ დანაშაულისთვის პასუხი ყველამ უნდა აგოს, გმირიც რომ იყოს.
|