მანდ ასეთი რეალობაა: თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ პროექტს, თავიდანვე 4 მილიონის ქონება ჩამოაჭრა ქალაქის მერიამ ამიტომაც თავიდანვე დიდი პრობლემები შექმნა ხელოვნურად და ამიტომ ვერ დასრულდა, პროექტი დასაწყისშივე დაზარალდა, თუმცა დიდი მცდელობით მაინც მივიყვანეთ ბოლომდე. ახლა შექმნილია ორი ამხანაგობა, რომლებიც ერთმანეთში დაობენ და უკვე 90% აშენებულ ბინებს ვერ ვაძლევთ მობინადრეებს, რადგან ერთი ამხანაგობა ჩივის, რომ მისია ეს ბინა და მეორეც ანალოგიურს აკეთებს, მაგრამ ეს მათი გასარკვევია, ჩვენ რას გვერჩიან? არც მერიაზე და არც ამ ამხანაგობებზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ, მაგრამ რადგან მაია და რუსუდანი დამფუძნებლები არიან, საჩივარი ამათზეცაა და მილიონებზე დავაში ამათი სახელიც ფიგურირებს. დავამტკიცებთ, რომ ამ მილიონებთან კავშირი არ გვაქვს, არავითარ გაფლანგვას არ აქვს ადგილი.
ქალბატონი რუსუდანი იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და არ უცდია გიგი უგულავასთან ამ საკითხზე საუბარი?
- ბევრი მცდელობის მიუხედავად არაფერი არ გამოგვივიდა. ერთი-ორჯერ მეც ვიყავი მისული, ხოლო რუსუდანს საერთოდ ვინ ეკითხებოდა, კი იყო თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტში, მაგრამ რა ეკითხებოდა საერთოდ.
http://www.kvirispalitra.ge/justice/17873-...eqskluzivi.html