სამტრედიაში პოლიცია ტატუირებული ახალგაზრდებისგან ტატუს ოსტატის ნომერს ითხოვს
01:59 11.07.2013
სამტრედიაში საპატრულო პოლიცია უდანაშაულო მოქალაქეებს ავიწროებს და ტატუირებულ ახალგაზრდებს პოლიციის განყოფილებაში იბარებს, სადაც მათ ტატუს შინაარსის გაშიფრვას სთხოვს და ფოტოებს უღებს.
ამის შესახებ "ნიუპოსტს" რეჟისორმა ზაზა სვანაძემ განუცხადა, რომელიც სამტრედიაში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
მისი თქმით, სამტრედიაში დაახლოებით 22:00 საათის შემდეგ ქუჩაში გამოსული მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მიმართ გამოჩენილი ცინიზმისა და აგდებული დამოკიდებულებების შემთხვევებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო:
"მასობრივი ხასიათი მიიღო საპატრულო პოლიციის მიერ მანქანებიდან ახალგაზრდების სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებმა, ამასთან, არის მეტად კურიოზული სიტიაციაც: ახალგაზრდებს, რომლებსაც სხეულის სხავადასხვა ადგილას ტატუს შეამჩნევენ, განყოფილებაში იბარებენ ან პირდაპირ გადაჰყავთ, სადაც ტატუს შინაარსის გაშიფრვას სთხოვენ და თუ ვერ გაშიფრავენ, ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით გასამართლებით ემუქრებიან.
ეს ამბავი ერთმა ახალგაზრდამ მიამბო, რომელიც პოლიციის განყოფილებიდან ახალგამოსული იყო და ვის ვინაობასაც, გასაგები მიზეზების გამო, არ დავასახელებ. მაგალითად, პოლიციელები ითხოვენ ობობას ტატუს ახსნას, ასევე, ვთქვათ, ნუსხური დამწერლობით შესრულებული სიტყვის ახსნას და ითხოვენ ტატუს ოსტატის კოორდინატებსა და საკონტაქტო ნომერს, თუკი ახალგაზრდების განმარტებები არ დააკმაყოფილებთ", – განაცხადა ზაზა სვანაძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
http://www.newposts.ge/sazogadoeba/16198-s...licia-tatu.html

ეს ყოფილა ზაზა

ლუკაააააააააააააააააააააააა
This post has been edited by Choncxis mzera on 11 Jul 2013, 20:50