MasterJC
♐+♑

       
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 25409
წევრი No.: 86754
რეგისტრ.: 16-March 09
|
#38899312 · 29 Nov 2013, 10:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირადად მე ძაან მრცხვენია ამ თემის გახსნა რომ მიწევს ერთი რო გულს მიმძIმებს მეც და თქვენც მეორე სირცხვილია,ს ახელმწიფო რო ვერ ახერხებს ამ ადამიანების და კიდევ უამრავის დახმარებას და ისევ თავად გაჭირვებულ ხალხს უწევს შველა მესამეც იმიტომ, რომ ძნელია და უნამუსო,ს ხვას დასახმარებლად მოუწოდო და თავად არაფერი შეგეძლოს :/
რავი, ვცადოთ მაინც
ბავშვობაში წაკითხულმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებმა მთელ ჩემს ცხოვრებაზე იქონია გავლენა. მახსოვს ჩემი ემოციები, როდესაც პირველად წავიკითხე "მე ვხედავ მზეს"; მაშინ 6 წლის მარიამ მარკოზიაზე ოდნავ უფროსი ვიყავი. მარიამი ვინ არის? - ის პატარა და საყვარელი გოგონაა, რომელსაც მხედველობის პრობლემის გამო არ შეუძლია, წიგნები იკითხოს... სურვილი აქვს, მომავალში ექიმი გახდეს და ყველა ბავშვს დაეხმაროს, მაგრამ მანამდე, თავად სჭირდება ჩვენი დახმარება!
ლევან მარკოზია (მარიამის მამა):
- მარიამს აქვს მხედველობის ნერვის თანდაყოლილი დისპლაზია, რაც ნიშნავს, რომ თუ დროული ქირურგიული ჩარევა არ მოხდება, ბავშვი საერთოდ დაკარგავს მხედველობას. ოპერაცია 20 ათასი ევრო ჯდება, ჩვენ კი ამ თანხის მოგროვების საშუალება არ გვაქვს. რაც გაგვაჩნდა, უკვე ყველაფერი გავყიდეთ ან დავაგირავეთ, რათა მარისთვის სრულფასოვანი მკურნალობის კურსი ჩაგვეტარებინა.
- მარიამის გარდა, ოჯახში კიდევ ერთი მძიმე ავადმყოფი გყავთ...
- დიახ, ჩემს დას ზურგის ტვინის სიმსივნის უშედეგო ოპერაცია გაუკეთდა. 6 თვეზე მეტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს... ეს ტრაგედია ჩემი შვილის პრობლემებმა გადამავიწყა. მარიამი 3 წლის იყო, როდესაც თვალების ტკივილი დაეწყო. ექიმებმა გვითხრეს, რომ მუდმივი მკურნალობის კურსი იყო საჭირო. ჰოდა, ყველაფერი გავყიდეთ და საცხოვრებლად მარტვილიდან თბილისში გადმოვედით. აქ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. უკვე ყველა მატერიალური რესურსი ამოვწურეთ და მხოლოდ საზოგადოების დახმარების იმედი დაგვრჩა...
- რა სახის მკურნალობაა საჭირო?
- მარიამს სჭირდება ლაზერული მკურნალობა, რომელიც თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლში მდებარე აჯიბადენის კლინიკაშია შესაძლებელი. ეს არის ჰარვარდის საუნივერსიტეტო კლინიკა. სამწუხაროდ, პროცედურისთვის საჭირო აპარატურა საქართველოში არ არის. თურქეთში უკვე გავგზავნეთ ბავშვის მონაცემები და პასუხი მოგვივიდა, რომ ერთთვიანი სხივური თერაპიის ჩატარების შემდეგ ორივე თვალის ნერვის "გაღვიძებაა" შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობა მთლიანად აღუდგება.
- ახლა როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- მარცხენა თვალიდან საერთოდ ვეღარ ხედავს, მარჯვენა თვალში დარჩენილი 0,2%-იანი მხედველობაც კი ყოველდღიურად უქვეითდება და თუ დროული ჩარევა არ მოხერხდა, ვეღარაფერს დაინახავს. ექიმმაც თქვა: თუ სასწრაფოდ არ უმკურნალეთ, დაავადება მხედველობის ნერვის სიმსივნეში გადაიზრდება და ბავშვი დაბრმავდებაო...
- სკოლაში მის ტარებას თუ ახერხებთ?
- სკოლაში სიარულს ყოველდღიურად ვერ ვახერხებთ, მაგრამ ვცდილობთ, გაკვეთილები იშვიათად გავაცდინოთ. წერა-კითხვა და გაკვეთილების მომზადება დამოუკიდებლად არ შეუძლია, მაგრამ ერთხელ რომ წაუკითხავ რამეს, უკვე ზეპირად იცის. მხედველობის პრობლემის გამო ბავშვის სკოლაში შეყვანა საერთოდ არ გვინდოდა, მაგრამ მარიმ ძალიან განიცადა, თანატოლების მსგავსად, სასწავლებელში რომ არ მივიყვანეთ, ამიტომ გადაწყვეტილება შევცვალეთ და ახლა უკვე პირველი კლასის მოსწავლეა. მასწავლებლებიც ხელს გვიწყობენ და ისე ექცევიან, როგორც საკუთარ შვილს. მარის ბავშვებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ხშირად, რასაც თავისთვის ყიდულობენ, ჩემი შვილისთვისაც მოაქვთ ხოლმე... კეთილი ადამიანების წყალობით, 3 დეკემბერს, 6 საათზე, თბილისის "არტ-ჰოლში" მარის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ჩვენ მხოლოდ საზოგადოების იმედიღა დაგვრჩა. გვჯერა, რომ დაგვეხმარებიან ჩვენი ერთადერთი შვილი დაბრმავებას გადაურჩება... მარიამის დასახმარებლად "თიბისი" ბანკში ანგარიშია გახსნილი: № GE52TB7067545063600045 მიმღები: მედეა თოლორდავა (მარიამის დედა). მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებს კი შეგიძლიათ, დარეკოთ ნომერზე: 0.901.200.250 (ზარის ღირებულება 1 ლარი გახლავთ). მე მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძლებთ, ბავშვი დაბრმავებისგან ვიხსნათ!
დაბოლოს, ნოდარ დუმბაძეს დავესესხები და გეტყვით: "... ჩვენ დავესწრებით ბაჯაღლო მზის ამოსვლას და მაშინ ხატია იტყვის ხმამაღლა: ეს მე ვარ, ხატია, მე გხედავთ თქვენ..."
წყარო: კვირისპალიტრა.ჯი ჟურნალი გზა
--------------------
bye bye, bitches
|