ნინო ჯღარკავა: "ნაციონალურ მოძრაობას" "ობიექტივი" ყელზე ადგას, ეს მისი ხრიკებია!
9-09-2013, 17:54
წაკითხულია: 71
მედია-კავშირ "ობიექტივის" ჟურნალისტ ნინო ჯღარკავასთვის, რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი ერთ-ერთი პოლიტპატიმრისა და ინკოგნიტო ადამიანის საუბრის შინაარსის შესახებ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ვიდეო-ფირების მიწოდებაზე, რაშიც ფულს გადაიხდიან. ამის შესახებ, ჟურნალისტმა, სპეც-ჩართვისას პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
"მეგობარმა ვინმე X-თან ერთ-ერთი პოლიტპატიმრის საუბრის შესახებ მიამბო. ის ესაუბრება მას თანხაზე და კადრებზე: - "მომეცი კადრები დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე, იყოს არა ნაკლებმნიშვნელოვანი, ვიდრე "ცოცხების" კადრები. "ამაში გადაიხდიან დიდ თანხას. ისე არ იქნება, როგორც ბედუკაძის შემთხვევაში, თანხა რომ არ გადაიხადეს. გადაიხდიან 50 ათას დოლარს თბილისში. დანარჩენის, თქვენს მიერ დასახელებული თანხის გადმოცემა მოხდება გერმანიაში, ან რუსეთში. ეს კადრები, არჩევნების წინ, გამოიწვევს არანაკლებ რეზონანსს, ვიდრე თავის დროზე "ცოცხების" და ციხის კადრებმა გამოიწვია, ქვეყანაში პოლიტიკური არეულობა მოხდება, რის ფონზეც, მოხდება პოლიტიკურ არენაზე პოლიტიკოსი ქალის გამოჩენა. ამ საქმეში ჩართულები არიან ნუგზარ ფოფხაძე, ელისო კილაძე, გიორგი მამაცაშვილი, დავით თარხან-მოურავი და გიორგი ლომია". . . სახელდება ეს გვარები, რომელთა უკან დგანან რუსეთის ძალები - მიშა ხუბუტია, ხომერიკი და ქარჩავა, რომელთა საშუალებითაც თანხის გადაცემა უნდა მომხდარიყო.". - აცხადებს ნინო ჯღარკავა.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საუბრის მიხედვით, აღნიშნული კადრების გავრცელება 20 სექტემბრისთვის უნდა მოხდეს. ნინო ჯღარკავას თქმით, ეს ინფორმაცია, ორიოდე თვის წინათ, შს მინისტრს მიაწოდეს და შეატყობინეს, რომ მსგავსი რამ იგეგმებოდა.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ ასეთი რამ გამორიცხულია და რომ ეს კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ხრიკებია, რათა მათი რეანიმაცია მოხდეს.
"ყველამ კარგად იცის, დავით თარხან-მოურავის პატრიოტიზმის, სამშობლოსადმი სიყვარულის, ქველმოქმედებისა და ადამიანობის შესახებ. ის არასდროს დაუშვებს მსგავს არეულობას, მსგავსი ჩანაფიქრი "ობიექტივს" არასდროს ჰქონია. ეს არის ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ხრიკები მათი რეანიმაციისთვის. მათ "ობიექტივი" დიდი ხანია, "ყელზე ადგათ". ვერ მოუნელებიათ, რომ ციხის კადრების გასაჯაროება, რაც მათთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდა, სწორედ "ობიექტივის" მიერ მოხდა. სწორედ ისინი და "ნაციონალური მოძრაობის" ახალ ხელისუფლებაში ჩანერგილები, რომლებიც კოჰაბიტაციაში არიან, ვინც ამ ფარულ მოსმენებს და ჩანაწერებს აკეთებდნენ, კვლავ შს სამინისტროს არიან შეკედლებულნი. სწორედ ამ მეთოდით, თითქოს მართალი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობდნენ, გაეთიშათ დავით თარხან-მოურავის "ობიექტივისა" და შს სამინისტროს ურთიერთობა და კარგი დამოკიდებულება, რაც იყო, არის და იქნება". - განაცხადა ნინო ჯღარკავამ.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ იცის იმ პოლიტპატიმრისა და ვინმე X-ის ვინაობაც, რომელთა შორისაც ხსენებული საუბარი შედგა და გეგმავს, მათი ვინაობა შს მინისტრს გაუმხილოს.
http://timer.ge/12483-nino-jgharkava-nacio...-khrikebia.htmlპ.ს.
ჩემს ნიკს ნუ დათაგავთ
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...