გილოცავთ კუროებო!

მე-6 თემა იხსნება
(6 ჩვენი ბედნიერი რიცხვია :დ )
მმმ..

ჩვენ და ჩვენი მიწიერება.. გემრიელობები, კომფორტი, სიმყუდროვე,ჰარმონია, სიმშვიდე, ერთგულება.
არც ერთ ნიშანს არ შეუძლია დატკბეს მიწიერი სიამოვნებებით ისე,როგორც კუროს.
დაგვეთანხმეთ , ნუ განგვარისხებთ, შეგვაქეთ, გვწერეთ ტკბილი სიტყვები
გაბრაზებულ ( და კიდევ მშიერ :დ ) კუროზე საშიში არრა არის რა ამქვეყნად.. არც მორიელის ნაკბენი და არც ლომის გამოკიდება :დ ვერძებსა და სხვა პაწაწკუნებზე აღარაფერს ვამბობ

... საერთოდ ხომ მომთმენია კურო,მაგრამმ უკვე განრისხებულის დამშვიდება ძნელია. ყველაფერს ანგრევს და ანადგურებს. ფოტოზე, მარჯვნიდან მარცხნივ : ვერძი,მორიელი,ტყუპები, კირჩხიბი,ლომი, ქალწული, სასწორი, მშვილდოსანი, თხის რქა,მერწყული, თევზები.

ყველაზე რთული მაინც გაბრაზებული კუროს შემორიგებაა. მიუხედავად იმისა,რომ გრძნობების მუდმივობა ახასიათებს, უერთგულესი მეგობარია და ისეთი სიყვარული იცის,როგორიც ვენერას ნამდვილ შვილს შეეფერება ( აქ "ნამდვილი" სასწორების გასაგონად :დ ) , დიდი იმედგაცრუების, ეჭვიანობის და ტანჯვის მერე გულსაც იცრუებს ადამიანზე. ზოგადად რაღაცის დამთავრება და წერტილის დასმა, მითუმეტეს ურთიერთობის,კუროსთვის ძალიან რთულია. მაგრამ , ამ შემთხვევაში, თუ მან ეს მოახერხა და წავიდა, ვეღარაფერი და ვერავინ მოაბრუნებს უკან. კურო მიდის იქ,სადაც არის სიყვარული, ნამდვილი მეგობრობა და ნდობა.

რთული ხასიათი გვაქვს. მკაცრი,სერიოზული და მომთხოვნი ხალხი ვართ. ამ თვისებებს იმათ მიმართ,ვინც გვიყვარს, ნაკლებად ვამჟღავნებთ. მაგრამმ..საქმეც ისაა,რომ არც ისე ბევრი გვიყვარს ასე ძალიან. კუროსთვის არ არის მარტივი ახალი კონტაქტების დამყარება. არ ვგავართ,მაგალითად, ტყუპებს. ხმის ამოღებაც გვეზარება ხან. გვირჩევნია დავაკვირდეთ უცნობს. სამწუხაროდ, კურო ამ პროცესშიც ნელია და სანამ დაკვირვებით შეისწავლის ვინმეს, გამოეპარება ხოლმე ის მომენტი,როცა შეიძლება დაიწყოს ახალი ურთიერთობა( ან უბრალოდ,არ მოისურვებს ამას). ამ ყველაფერთან ერთად, უმეტესად, სკეპტიკურად განწყობილიც ვართ ადამიანების მიმართ. ჩვენი ნდობის მოპოვება ძნელია. ყველაზე მეტად,მატყუარა და ქარაფშუტა ნიშნების წარმომადგენლებისთვის.. ამათ აღარ ჩამოვთვლი :დ
ჰო, ახლა გადავიდეთ ჩვენს თემებზეცც

ჭამა!
ეს არის უდიდესი სიამოვნება კუროსთვის. თუ კი არსებობს ღმერთი, თუ მოქმედებენ პლანეტები ჩვენზე, თუ ვცხოვრობთ იმ სამყაროში,სადაც სივრცე უსასრულოა :დ , ყველა ენერგია, ყველა სიამოვნება,რაც კი აქ არსებობს და რაც მათ აქვთ, თავს იყრის ერთად და ავსებს კუროს.
ჰაჰ, წაიოცნებეთ დანარჩენებმა ასეთ ნეტარებაზე :პ
და გული თუ დაგწყდებათ იმის გამო,რომ ყველა ოცნება სულაც არ ხდება ( ჰმ,რა რეალისტი ხალხი ვართ ეს კუროები!.. ) და დაგვიწყებთ ჭკუის სწავლებას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ფიგურას; ძნ გავსუქდით; არ შეიძლება ამდენი ჭამა და ა.შ. , იცოდეთ , კურო ის ნიშანია,რომელშიც ერწყმის ერთმანეთს სიყვარული და სილამაზე,სიამოვნება და მგრძნობიარობა.ის არის ვენერას სახე, მიმზიდველი და მომხიბვლელი, თავისი უნაკლო ფორმებით. არ არის საჭირო თავის შეწუხება დიეტის რჩევით. თორემ დიდი შანსია, კუროს ერთხელაც თქვენვე შემოეჭამოთ.
და,
რაც შეეხება კუროების უსაზღვრო სექსუალურობასა და მიმზიდველობას...
არც ვთვლი საჭიროდ,რომ აქ დაიწეროს. ისედაც ბევრჯერ დაწერილა,ისედაც აშკარაა და ისედაც ყველას გახსოვთ.
მოკლედ! მიყვარს ეს ნიშანი, ჩემი ნიშანი!
ახლა იტყვით,რა თავისქება და ძნ ლომურობააო. :დ არაფერიც. კურო თბილი და მგრძნობიარეა. ვერ ძღება სიყვარულის გამოხატვით იმათ მიმართ,ვინც უყვარს

და უყვარს საუკეთესო !

ძველი თემები ♉ :
კურო - I კურო -II კურო - III კურო - IV კურო - V ♉