#37702227 · 21 Aug 2013, 23:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, მადლობა კვალიფიციური პასუხისათვის, უფრო დეტალურად გეტყვი სიტუაციას, დღეს დილით შემსყიდველმა ეს X კომპანია მიიწვია ხელშეკრულების გასაფორმებლად, დილით ის კომპანია გაშავებული არ იყო, შუა დღისას კი გააშავა ერთ ერთმამუნიციპალიტეტმა ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ( გააშავეს 16 აგვისტოს რიცხვით) ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის. ხვალ რო დადონ ხელშეკრულაბე მიუხედავად ამ კომპანიის გაშავებისა ეგ იქნება უკანონო?
კანონში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წერია: " არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება" - მუხლი 3, მ პუნქტი.
ანუ მე როგორც მესმის, შავ სიაში შეყვანილ კომპანიებს კანონი პირდაპირ ართმევს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლებას.
იმედია სწორად მესმის :-)
|